მოიძებნა 668043 ჩანაწერი
582941.
განთიადი | თავი XIII
დავიცდით და ვნახავთ, რა მოხდება.
We're going to wait and see how it plays out, too.
582942.
განთიადი | თავი XIII
რამდენი ხანიც საჭირო იქნება, კალენებს იმდენ ხანს დავიცავთ.
And we're going to watch out for the Cullens for as long as that seems necessary.
582943.
განთიადი | თავი XIII
რადგან, თქვენ როგორც არ უნდა ფიქრობდეთ, საქმე მხოლოდ ბელას არ ეხება.
Because, despite what you think, this isn't just about Bella.
582944.
განთიადი | თავი XIII
ჩვენ ყველას ვიცავთ, ვინც დასაცავია.
We're protecting those who should be protected.
582945.
განთიადი | თავი XIII
სეთმა თანხმობის ნიშნად შეჰყმუვლა.
Seth yelped in agreement.
582946.
განთიადი | თავი XIII
ჯარედი მოიღუშა.
Jared frowned.
582947.
განთიადი | თავი XIII
– მაშინ მე სათქმელი აღარაფერი მაქვს.
– I guess there's nothing I can say to you, then.
582948.
განთიადი | თავი XIII
ვნახოთ, სიტუაცია როგორ განვითარდება.
We'll see how things go.
582949.
განთიადი | თავი XIII
ჯარედი სეთისკენ მიტრიალდა.
Jared turned to face Seth.
582950.
განთიადი | თავი XIII
– სიუმ შენზე მითხრა, სთხოვე – არა, შეეხვეწე – სახლში დაბრუნდესო.
"Sue asked me to tell you – no, to beg you – to come home.
582951.
განთიადი | თავი XIII
ის გულგატეხილია, სეთ.
She's brokenhearted, Seth.
582952.
განთიადი | თავი XIII
ვერ ვხვდები, შენ და ლეამ ეს როგორ გაუკეთეთ.
I don't know how you and Leah can do this to her.
582953.
განთიადი | თავი XIII
სეთმა საწყლად დაიწკმუტუნა.
Seth whimpered.
582954.
განთიადი | თავი XIII
ჩემს ნაცნობებში სიუ ყველაზე მტკიცე პიროვნება იყო.
Sue was tougher than anyone I knew.
582955.
განთიადი | თავი XIII
მამაჩემსა და ჩემზე მტკიცეც კი.
Tougher than my dad, tougher than me.
582956.
განთიადი | თავი XIII
შვილებისთვის თავის შეცოდებაზეც არ იტყოდა უარს, ოღონდაც ისინი სახლში დაებრუნებინა.
Tough enough to play on her kids' sympathies if that's what it took to get them home.
582957.
განთიადი | თავი XIII
ჰო, წარმომიდგენია, მარტოობისგან როგორ იტანჯება.
Yeah, I'm sure she's just perishing of loneliness.
582958.
განთიადი | თავი XIII
ეტყობა, ლეა ახლოს იყო.
Leah must be close.
582959.
განთიადი | თავი XIII
ეს მესიამოვნა.
I appreciated that.
582960.
განთიადი | თავი XIII
ჯარედი მის მტრულ გამომეტყველებას არ გაუოცებია.
Jared didn't seem surprised by her hostility.