მოიძებნა 668043 ჩანაწერი
583341.
განთიადი | თავი XV
მას მეორე მკლავზე კანი ისევ დაბურძგლული ჰქონდა.
She still had goose bumps on the arm that wasn't touching mine.
583342.
განთიადი | თავი XV
ის იყო, საბნის მოსაძებნად თავი ავწიე, რომ ედუარდმა სავარძლიდან ჩამოცურებული საბანი აიღო და ერთი მოძრაობით ბელას მოხერხებულად გადააფარა.
I'd barely raised my head to look for a blanket when Edward snagged one draped over the arm of the sofa and flung it out so that it settled over her.
583343.
განთიადი | თავი XV
– არც ისე კარგია.
"It's not a good idea."
583344.
განთიადი | თავი XV
მაშ რატომ ეუბნებოდა ბელა მამამისს, მალე გამოვკეთდებიო, როცა საბოლოოდ ამით უფრო დიდ ტკივილს მიაყენებდა მას?
Why was Bella telling her father she was on the mend when it would only make him more miserable?
583345.
განთიადი | თავი XV
– ანუ, უკეთესია, რომ... – არა, უკეთესი არაა.
"So it's better – " "No. It's not better.
583346.
განთიადი | თავი XV
მაგრამ ამ წუთას ისეთი რამის გაკეთებას ვერ დავაძალებ, რაც მას დაამწუხრებს.
But I'm not going to force her to do anything that makes her unhappy now.
583347.
განთიადი | თავი XV
დანარჩენს მერე ვნახავთ.
I'll deal with the rest afterward.
583348.
განთიადი | თავი XV
ბელა ამ გზით ჩარლის ტკივილს მხოლოდ გაურკვეველი დროით თუ გადადებდა.
Bella wouldn't just shuffle Charlie's pain off to some later date, for someone else to face.
583349.
განთიადი | თავი XV
– ჰო, ბელას სჯერა, რომ იცოცხლებს.
"She's very sure she's going to live," Edward said.
583350.
განთიადი | თავი XV
– მაგრამ ადამიანი აღარ იქნება, – გავაპროტესტე მე.
"But not human," I protested.
583351.
განთიადი | თავი XV
– არა, ადამიანი აღარ იქნება.
No, not human.
583352.
განთიადი | თავი XV
მაგრამ იმედი აქვს, რომ ჩარლის ისევ ნახავს.
But she hopes to see Charlie again, anyway.
583353.
განთიადი | თავი XV
ჩარლის შეხვდება, როცა თვალები სისხლივით წითელი ექნება და იბრჭყვიალებს?
See Charlie when she's all sparkly white with the bright red eyes.
583354.
განთიადი | თავი XV
მე სისხლისმსმელი არ ვარ და, შეიძლება რამე მეშლება, მაგრამ არა მგონია, პირველსავე ჯერზე ჩარლის „მირთმევა“ სწორი არჩევანი იყოს.
I'm not a bloodsucker, so maybe I'm missing something, but Charlie seems like kind of a strange choice for her first meal.
583355.
განთიადი | თავი XV
– მან კარგად იცის, რომ სულ ცოტა, ერთი წელი მამამისს ახლოსაც ვერ გაეკარება.
She knows she won't be able to be near him for at least a year.
583356.
განთიადი | თავი XV
ეტყვის, რომ რომელიღაც სპეციალურ საავადმყოფოში დააწვინეს სამყაროს მეორე კიდეში.
Tell Charlie she has to go to a special hospital on the other side of the world.
583357.
განთიადი | თავი XV
დაურეკავს და ასე შეეხმიანება ხოლმე... – ეს სიგიჟეა.
Keep in contact through phone calls..." "That's insane."
583358.
განთიადი | თავი XV
– ჩარლი სულელი კი არაა.
Charlie's not stupid.
583359.
განთიადი | თავი XV
თუნდაც ბელამ ის არ მოკლას, ჩარლი მაინც შეამჩნევს ცვლილებას.
Even if she doesn't kill him, he's going to notice a difference.
583360.
განთიადი | თავი XV
– მასაც ამის იმედი აქვს.
"She's sort of banking on that.