მოიძებნა 668043 ჩანაწერი
585461.
განთიადი | თავი XXV
ედუარდმა ჩემი შეშფოთება იგრძნო.
Edward felt the total distraction of my stress.
585462.
განთიადი | თავი XXV
– ყველაფერი რიგზეა, ძვირფასო.
It's all right, love.
585463.
განთიადი | თავი XXV
ჩაიცვი და ორ წამში სახლში ვიქნებით.
Get dressed, and we'll be back to the house in two seconds.
585464.
განთიადი | თავი XXV
ედუარდს გაეღიმა, მაგრამ არ გაუცინია.
Edward smiled, but didn't laugh.
585465.
განთიადი | თავი XXV
მართალია, რენესმე უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილად იყო ქცეული, მაგრამ თავის დედად აღქმა მაინც მიჭირდა.
Though Renesmee was very real and vital in my life, it was still difficult to think of myself as amother.
585466.
განთიადი | თავი XXV
რენესმეს ზრდის ტემპის გახსენებისთანავე დავიძაბე.
The thought of Renesmee's speeding life had me stressed-out again.
585467.
განთიადი | თავი XXV
იმ განზრახვით შევედი, რომ პირველივე, რაც ხელში მომხვდებოდა, ამეღო და ჩამეცვა.
I just burst through, intent on wearing the first things I touched.
585468.
განთიადი | თავი XXV
ჩემდა სამწუხაროდ, საქმე არც მთლად ასე მარტივად იყო.
I should have known it wouldn't be that easy.
585469.
განთიადი | თავი XXV
– ჩემი რომელია?
"Which ones are mine?"
585470.
განთიადი | თავი XXV
დაპირებისამებრ, ტანსაცმლის ოთახი ჩვენს საძინებელზე დიდი იყო.
As promised, the room was bigger than our bedroom.
585471.
განთიადი | თავი XXV
სახლის ნახევარზე მეტიც კი იქნებოდა.
It might have been bigger than the rest of the house put together.
585472.
განთიადი | თავი XXV
წარმოვიდგინე, რამდენს ეჩიჩინა ელისი ესმეს, რომ კლასიკური პროპორციები დაარღვევინა და ეს უზარმაზარი რამ დამახვედრა.
I had a brief mental flash of Alice trying to persuade Esme to ignore classic proportions and allow this monstrosity.
585473.
განთიადი | თავი XXV
ყველგან ცელოფანშემოხვეული ტანსაცმელი ეკიდა. რიგი რიგს მიჰყვებოდა.
Everything was wrapped in garment bags, row after row after row.
585474.
განთიადი | თავი XXV
– როგორც მე ვიცი, ამ საკიდის გარდა, სულ შენია.
"To the best of my knowledge, everything but this rack here is yours."
585475.
განთიადი | თავი XXV
– ელისი, – ერთდროულად ამოვიოხრეთ.
"Alice," we said together.
585476.
განთიადი | თავი XXV
უახლოესი შალითის ელვაშესაკრავი გავხსენი.
I pulled down the zipper on the closest bag.
585477.
განთიადი | თავი XXV
აქ ნორმალური სამოსის მოძებნას მთელი დღე დასჭირდებოდა!
Finding something normal to wear could take all day!
585478.
განთიადი | თავი XXV
– დაგეხმარები, – შემომთავაზა ედუარდმა.
"Let me help," Edward offered.
585479.
განთიადი | თავი XXV
მერე ჰაერი დაყნოსა და ოთახის ბოლოსკენ გაჰყვა სუნს.
He sniffed carefully at the air and then followed some scent to the back of the long room.
585480.
განთიადი | თავი XXV
იქ კედელში ჩაშენებული ტუალეტის მაგიდა იდგა.
There was a built-in dresser there.