მოიძებნა 668043 ჩანაწერი
585901.
განთიადი | თავი XXVII
უბრალოდ, კარგა ხანს უყურებდა ელისს.
She'd simply stared at Alice for a long moment.
585902.
განთიადი | თავი XXVII
რენესმე ფეხზე წამოდგა და იატაკზე გრაციოზულად გაიარა.
Renesmee got to her feet and crossed the floor almost as gracefully.
585903.
განთიადი | თავი XXVII
ჯეიკობმა ამის დანახვაზე ტაში დასცხო.
Jacob had burst into applause.
585904.
განთიადი | თავი XXVII
როცა ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა, მის თვალებში საკუთარი შიში შევამჩნიე და ამის დასამალად, მეც ტაში დავუკარი.
But our eyes met, and I saw all the panic in mine echoed in his, I made my hands clap together, too, trying to hide my fear from her.
585905.
განთიადი | თავი XXVII
ელისი და როზალი ყოველ დილას მოდების ჩვენებით იწყებდნენ.
Alice and Rosalie usually began our day with a fashion show.
585906.
განთიადი | თავი XXVII
ნაწილობრივ იმიტომ, რომ ტანსაცმელი სწრაფად უპატარავდებოდა და, იმიტომაც, რომ ელისი და როზალი საბავშვო ალბომს ქმნიდნენ, რომელიც როგორც ჩანდა, წლები კი არა, თვეები გაგრძელდებოდა.
Partly because she outgrew her clothes almost immediately and partly because Alice and Rosalie were trying to create a baby album that appeared to span years rather than weeks.
585907.
განთიადი | თავი XXVII
მათ ათასობით ფოტო გადაუღეს, რომ მისი დაჩქარებული ბავშვობის ყოველი ეტაპი ფირზე აღებეჭდათ.
They took thousands of pictures, documenting every phase of her accelerated childhood.
585908.
განთიადი | თავი XXVII
სამი თვის რენესმე ერთ წელს გადაცილებულ ბავშვს ჰგავდა.
At three months, Renesmee could have been a big one-year-old.
585909.
განთიადი | თავი XXVII
ბრინჯაოსფერი კულულები უკვე წელამდე სწვდებოდა, თუმცა თუნდაც ელისს უფლება მოეცა, მათი შეჭრა მაინც დამენანებოდა.
Her bronze ringlets hung to her waist, I couldn't bear to cut them, even if Alice would have allowed it.
585910.
განთიადი | თავი XXVII
რენესმე უშეცდომოდ და გამართულად მეტყველებდა, თუმცა, ენას დიდად არ იღლიდა, ერჩივნა უბრალოდ, თავისებურად „გაჩვენებდა“ ხოლმე, თუ რამის თქმა უნდოდა.
Renesmee could speak with flawless grammar and articulation, but she rarely bothered, preferring to simply show people what she wanted.
585911.
განთიადი | თავი XXVII
სიარულის გარდა, სირბილი, ცეკვა შეეძლო.
She could not only walk but run and dance.
585912.
განთიადი | თავი XXVII
უცებ ლოყაზე ხელი შემახო და ისეთი სცენა დამანახვა, რომელშიც მას ეჭირა წიგნი.
She reached up to touch my cheek, the image in her mind one of us, only with her holding the book.
585913.
განთიადი | თავი XXVII
კარლაილის გამოთვლით, მისი ზრდის ტემპი დღითიდღე იკლებდა, მაგრამ გონებრივად ძალიან სწრაფად ვითარდებოდა.
By Carlisle's calculations, the growth of her body was gradually slowing, her mind continued to race on ahead.
585914.
განთიადი | თავი XXVII
თუნდაც ასეთი შენელებული ტემპებით, ოთხი წლის ასაკში ის მოზარდად იქცეოდა.
Even if the rate of decrease held steady, she'd still be an adult in no more than four years.
585915.
განთიადი | თავი XXVII
კარლაილი და ედუარდი სამომავლო გეგმებსაც განიხილავდნენ.
Carlisle and Edward discussed our options for the future.
585916.
განთიადი | თავი XXVII
ჯეიკობი და რენესმე ერთმანეთს ბევრი რამით ჰგავდნენ, ორივე ნახევარარსება იყო, ორი არსება ერთ სხეულში.
Jacob and Renesmee seemed alike in so many ways, both half and- half beings, two things at the same time.
585917.
განთიადი | თავი XXVII
ხოლო მაქციების თქმულებების მიხედვით, ასეთი არსებისთვის ვამპირის შხამი უკვდავების მიმნიჭებელი კი არა, მომაკვდინებელი იყო.
And all the werewolf lore insisted that vampire venom was a death sentence rather than a course to immortality.
585918.
განთიადი | თავი XXVII
კვლევა-ძიების დაწყებას ბრაზილიაში ვაპირებდით.
We were going back to Brazil, starting there.
585919.
განთიადი | თავი XXVII
ტიკუანებს რენესმეს მსგავს ბავშვებზე უამრავი ლეგენდა ჰქონდათ.
The Ticunas had legends about children like Renesmee.
585920.
განთიადი | თავი XXVII
თუ ასეთი ბავშვები სადმე სხვაგანაც არსებობდნენ, მაშინ ნახევრად უკვდავების სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც ეცოდინებოდათ რამე.
If other children like her had ever existed, perhaps some tale of the life span of half-mortal children still lingered.