მოიძებნა 668043 ჩანაწერი
586041.
განთიადი | თავი XXVIII
მე ისევ რენესმეს დავხედე და ამიტომ ვერ დავინახე, როგორ გაუვარდა ელისს ლარნაკი ხელიდან.
Staring at Renesmee again, I didn't see it when the vase slipped from Alice's fingers.
586042.
განთიადი | თავი XXVIII
თავიდან რატომღაც ვიფიქრე, რომ ელისი გვეხუმრებოდა.
My first illogical thought was that Alice was playing some joke on us.
586043.
განთიადი | თავი XXVIII
რადგან ელისს შემთხვევით რომ გავარდნოდა ხელიდან ლარნაკი, არათუ თუ თვითონ, მეც კი მოვასწრებდი დივნიდან წამოხტომას, სამზარეულოში შევარდნას და ლარნაკის დაჭერას.
Because there was no way that Alice could have dropped the vase by accident I could have darted across the room to catch the vase in plenty of time myself, if I hadn't assumed she would get it.
586044.
განთიადი | თავი XXVIII
არასდროს არც ერთ ვამპირს ხელიდან შემთხვევით არაფერი გავარდნია.
I had never seen a vampire drop anything by accident.
586045.
განთიადი | თავი XXVIII
შემდეგ ელისი თითქოს ადგილიდან დაუძვრელად შემოტრიალდა.
And then Alice was facing us, twisting in a move so fast it didn't exist.
586046.
განთიადი | თავი XXVIII
ჩვენ გვიყურებდა, მაგრამ იმავდროულად მომავალში იცქირებოდა.
Her eyes were halfway here and halfway locked on the future.
586047.
განთიადი | თავი XXVIII
მას მხრებზე წაავლო ხელები და ძლიერად შეანჯღრია.
He grabbed her shoulders and shook her sharply.
586048.
განთიადი | თავი XXVIII
ესმეს, კარლაილსა და როუზს ხმა არ ამოუღიათ, ისინიც ჩემსავით იყვნენ გაშეშებულები.
There was only silence from Esme, Carlisle, and Rose, who were frozen just as I was.
586049.
განთიადი | თავი XXVIII
ჯასპერმა ისევ შეანჯღრია ელისი.
Jasper shook Alice again.
586050.
განთიადი | თავი XXVIII
– ისინი მოდიან, – ერთდროულად დაიჩურჩულეს ელისმა და ედუარდმა, – ყველანი.
– They're coming for us, – Alice and Edward whispered together, – All of them.
586051.
განთიადი | თავი XXVIII
სხვებზე ადრე მე მივხვდი, რაც ხდებოდა, მისმა სიტყვებმა მოგონებები წამომიტივტივა გონებაში.
For once, I was the quickest to understand – because something in their words triggered my own vision.
586052.
განთიადი | თავი XXVIII
მინდოდა რენესმე ხელებში ამეყვანა, უბეში დამემალა, გამექრო, მაგრამ მისკენ შებრუნებას ვერ ვბედავდი.
I wanted to snatch Renesmee up into my arms, to hide her behind my skin and hair, to make her invisible.
586053.
განთიადი | თავი XXVIII
კი არ გავქვავდი, ყინულის ზოდად ვიქეცი.
I felt not like stone but ice.
586054.
განთიადი | თავი XXVIII
პირველად ვიგრძენი გადქცევის შემდეგ თავი მრისხანე, გულცივ ვამპირად.
For the first time since I'd been reborn a vampire, I felt cold.
586055.
განთიადი | თავი XXVIII
– ვოლტურები, – აღმოხდა ელისს.
– The Volturi, – Alice moaned.
586056.
განთიადი | თავი XXVIII
– რატომ? – თავის თავს ჰკითხა ელისმა.
– Why?" Alice whispered to herself.
586057.
განთიადი | თავი XXVIII
– როდის? – დაიჩურჩულა ედუარდმა.
– When? – Edward whispered.
586058.
განთიადი | თავი XXVIII
– რატომ? – გაიმეორა ესმემ.
– Why? – Esme echoed.
586059.
განთიადი | თავი XXVIII
– როდის? – ყინულივით სუსხიანი ხმით ჩაეძია ჯასპერი.
– When? – Jasper repeated in a voice like splintering ice.
586060.
განთიადი | თავი XXVIII
ელისი თვალს არ ახამხამებდა, ზედ თითქოს ბინდი გადაჰკვროდა.
Alice's eyes didn't blink, but it was as if a veil covered them.