მოიძებნა 668043 ჩანაწერი
586481.
განთიადი | თავი XXX
ბოლოს და ბოლოს, შევთანხმდით და მე, რენესმე და ჯეიკობი ადამიანის ფორმით სასადილო ოთახში დიდ, პრიალა მაგიდას შემოვუსხედით.
In the end, Renesmee, Jacob – in his human form again – and I waited in the dining room, sitting at the big polished table.
586482.
განთიადი | თავი XXX
ყოველი შემთხვევისთვის სივრცე მჭირდება, ვაითუ უცებ გარდასახვა დამჭირდესო.
He wanted space in case he had to phase quickly.
586483.
განთიადი | თავი XXX
თავს უსარგებლოდ ვგრძნობდი.
It made me feel useless.
586484.
განთიადი | თავი XXX
მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ოთხივე ძალიან ლამაზი იყო, ორი ქერა და ორი შავგვრემანი.
I only knew they were beautiful, two blondes and two brunettes.
586485.
განთიადი | თავი XXX
ოღონდ ვერაფრით გავიხსენე, მზერა კეთილი ჰქონდათ თუ არა.
I couldn't remember if there was any kindness in their eyes.
586486.
განთიადი | თავი XXX
ედუარდი უძრავად მიჰყრდნობოდა უკანა შუშის კედელს და სადარბაზო კარს უაზროდ მიშტერებოდა.
Edward leaned motionlessly against the back window wall, staring toward the front door.
586487.
განთიადი | თავი XXX
გვესმოდა, როგორ მოძრაობდნენ გზატკეცილზე მანქანები.
We listened to the cars zooming past out on the freeway.
586488.
განთიადი | თავი XXX
რენესმე ჩამეხუტა და ხელი ლოყაზე მომადო, მაგრამ გონებაში არანაირი სურათი არ უჩვენებია.
Renesmee nestled into my neck, her hand against my cheek but no images in my head.
586489.
განთიადი | თავი XXX
საკუთარი გრძნობების გადმოსაცემად მოგონებები არ ჰყოფნიდა.
She didn't have pictures for her feelings now.
586490.
განთიადი | თავი XXX
– მათ რომ არ მოვეწონო?
– What if they don't like me?
586491.
განთიადი | თავი XXX
– რასაკვირველია... – დაიწყო ჯეიკობმა, მაგრამ მკაცრი მზერით გავაწყვეტინე.
– Of course, they'll –, – Jacob started to say, but I silenced him with a look.
586492.
განთიადი | თავი XXX
– მათ შენნაირი არასდროს უნახავთ.
– They've never met anyone like you.
586493.
განთიადი | თავი XXX
მან ამოიხვნეშა და ჩემ თვალწინ ყველა ჩვენგანის სახემ გაიელვა: ვამპირმა, ადამიანმა და მაქციამ.
She sighed, and in my head flashed pictures of all of us in one quick burst: Vampire, human, werewolf.
586494.
განთიადი | თავი XXX
მისი ადგილი არსად იყო.
She fit nowhere.
586495.
განთიადი | თავი XXX
– შენ განსაკუთრებული ხარ და ეს სულაც არ არის ცუდი.
– You're special, that's not a bad thing.
586496.
განთიადი | თავი XXX
მან უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
She shook her head in disagreement.
586497.
განთიადი | თავი XXX
– ეს ჩემი ბრალია.
– This is my fault.
586498.
განთიადი | თავი XXX
– არა! – ერთდროულად წამოვიძახეთ ჯეიკობმა, ედუარდმა და მე, მაგრამ სანამ რამეს დავამატებდით, ის ხმა გავიგონეთ, რასაც ველოდით: გზატკეცილზე მანქანამ სვლა შეანელა.
– No, – Jacob, Edward and I all said at exactly the same time, but before we could argue further, we heard the sound we'd been waiting for: the slowing of an engine on the freeway.
586499.
განთიადი | თავი XXX
რენესმემ სახე ჩემს თმაში ჩამალა.
Renesmee hid her face in my hair.
586500.
განთიადი | თავი XXX
მე და ჯეიკობი სასოწარკვეთილი გამომეტყველებით ერთმანეთს მივაჩერდით.
Jacob and I stared at each other desperation on our faces.