მოიძებნა 668043 ჩანაწერი
586801.
განთიადი | თავი XXXII
ბენიამინი ამონმა შექმნა, რადგანაც იცოდა, რომ მისგან განსაკუთრებული იქნებოდა.
Amun created Benjamin, knowing he would be special.
586802.
განთიადი | თავი XXXII
– ის, რაც ელეაზარს არასდროს უნახავს.
– Something Eleazar's never seen before.
586803.
განთიადი | თავი XXXII
ის რასაც ფარითაც ვერ დაუპირისპირდები.
Something that even your shield would do nothing against.
586804.
განთიადი | თავი XXXII
მას სამყაროს ოთხ ძირითად ელემენტზე – მიწაზე, ჰაერზე, წყალსა და ცეცხლზე – ზემოქმედება შეუძლია.
He can actually influence the elements – earth, wind, water, and fire.
586805.
განთიადი | თავი XXXII
ნამდვილი ფიზიკური მანიპულაცია და არა გონებრივი ილუზია.
True physical manipulation, no illusion of the mind.
586806.
განთიადი | თავი XXXII
ბენიამინი ჯერაც წვრთნას გადის, ამონს მისი იარაღად ქცევა სურს.
Benjamin's still experimenting with it, and Amun tries to mold him into a weapon.
586807.
განთიადი | თავი XXXII
თუმცა, თავადაც ხედავ, როგორი დამოუკიდებელია ბენიამინი.
But you see how independent Benjamin is.
586808.
განთიადი | თავი XXXII
– ის ცხადად ხედავს განსხვავებას კარგსა და ცუდს შორის.
– He has a very clear sense of right and wrong.
586809.
განთიადი | თავი XXXII
მომწონს მისი დამოკიდებულება.
I like his attitude.
586810.
განთიადი | თავი XXXII
ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ კარლაილის დაბრუნებისთანავე ამონთან დაძაბული ურთიერთობაც განიმუხტებოდა.
We hoped that Carlisle's return would ease the remaining tension with Amun.
586811.
განთიადი | თავი XXXII
ემეტმა და როუზმა კარლაილის მომთაბარე მეგობრები გამოგვიგზავნეს.
Emmett and Rose sent nomad friends of Carlisle's.
586812.
განთიადი | თავი XXXII
ჯერ გარეტი მოვიდა – ტანმაღალი, მეწამულთვალებიანი და ტყავის თასმით ცხენის კუდად შეკრული ქვიშისფერთმიანი ვამპირი – გარეგნობაზევე შეატყობდი, რომ მოხეტიალე იყო.
Garrett came first – a tall, rangy vampire with eager ruby eyes and long sandy hair he kept tied back with a leather thong – and it was apparent immediately that he was an adventurer.
586813.
განთიადი | თავი XXXII
ალბათ, რაც უნდა შეგვეთავაზებინა, ყველაფერზე დაგვთანხმდებოდა საკუთარი თავის გამოცდის მიზნით.
I imagined that we could have presented him with any challenge and he would have accepted, just to test himself.
586814.
განთიადი | თავი XXXII
მაშინვე დენალიელ დებს დაუმეგობრდა და მათი ცხოვრების უჩვეულო წესზე გამოკითხვა დაუწყო.
He fell in quickly with the Denali sisters, asking endless questions about their unusual lifestyle.
586815.
განთიადი | თავი XXXII
თუმცა, დენალიელების მსგავსად, მათაც განიხილეს, ვოლტურებმა რომ ახსნა-განმარტების მოსმენა არ ისურვონ, მერე როგორ მოვიქცეთო.
Like the Denalis, they considered what they would do if the Volturi did not pause for explanations.
586816.
განთიადი | თავი XXXII
სამივე მომთაბარეს ჩვენთან ერთად დაპირისპირება თავშესაქცევად ეჩვენებოდა.
All three of the nomads toyed with the idea of standing with us.
586817.
განთიადი | თავი XXXII
როცა შეეძლო, მათგან შორს იჭერდა თავს, როცა არა – რენესმეს ებუზღუნებოდა, ვინმემ სია ჩამოწეროს, ამდენი სისხლისმსმელის სახელის დამმახსოვრებელი მე არ ვარო.
He kept his distance when he could, and when he couldn't he grumbled to Renesmee that someone was going to have to provide an index if anyone expected him to keep all the new bloodsuckers names straight.
586818.
განთიადი | თავი XXXII
კარლაილი და ესმე ერთ კვირაში დაბრუნდნენ, ემეტი და როზალი – რამდენიმე დღის დაგვიანებით, მათი სახლში ყოფნით ყველანი უკეთ გავხდით.
Carlisle and Esme returned a week after they had gone, Emmett and Rosalie just a few days later, and all of us felt better when they were home.
586819.
განთიადი | თავი XXXII
კარლაილმა კიდევ ერთი მეგობარი მოიყვანა, თუმცა „მეგობარი“ მთლად შესაფერი სიტყვა არაა.
Carlisle brought one more friend home with him, though friend might have been the wrong term.
586820.
განთიადი | თავი XXXII
ალისტერი მიზანთროპი ინგლისელი ვამპირი იყო, რომელსაც კარლაილი ახლობელ ნაცნობად მიაჩნდა, მაგრამ საუკუნეში ერთხელ თუ შემოივლიდა მის სანახავად.
Alistair was a misanthropic English vampire who counted Carlisle as his closest acquaintance, though he could hardly stand a visit more than once a century.