მოიძებნა 668043 ჩანაწერი
586821.
განთიადი | თავი XXXII
ალისტერს ეულად ხეტიალი უყვარდა.
Alistair very much preferred to wander alone.
586822.
განთიადი | თავი XXXII
ალისტერი კარლაილის სიტყვებს ენდო და ამონის მსგავსად, შეხება არ ისურვა.
Alistair took Carlisle at his word, refusing, like Amun, to touch her.
586823.
განთიადი | თავი XXXII
ედუარდმა გვითხრა, რომ ალისტერს ჩვენთან ყოფნისა ეშინოდა, რადგან მოსალოდნელ შედეგებს უფრთხოდა.
Edward told us that Alistair was afraid to be here, but more afraid of not knowing the outcome.
586824.
განთიადი | თავი XXXII
ვოლტურებთან, როგორც ძალაუფლების მქონე, მმართველ ვამპირებთან, შეხვედრას ეჭვის თვალით უყურებდა.
He was deeply suspicious of all authority, and therefore naturally suspicious of the Volturi.
586825.
განთიადი | თავი XXXII
– მორჩა, გაიგებენ, რომ აქ ვიყავი, – მოგვესმა ერთხელ მისი ბურტყუნი სხვენიდან.
- Of course, now they'll know I was here, - we heard him grumble to himself in the attic.
586826.
განთიადი | თავი XXXII
ყველას სახელი, ვისთანაც კარლაილს ბოლო ათი წლის განმავლობაში უსაუბრია, შავ სიაში ექნებათ შეტანილი.
Everyone Carlisle's talked to in the last decade will be on their list.
586827.
განთიადი | თავი XXXII
ვერ დამიჯერებია, რომ ამ გაურკვევლობაში ჩამითრიეს.
I can't believe I got myself sucked into this mess.
586828.
განთიადი | თავი XXXII
შეიძლება ვოლტურებისგან გაქცევა მართლაც დასჭირვებოდა, მაგრამ მას ამის გაკეთების უფრო მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე ჩვენ.
But if he was right about having to run from the Volturi, at least he had more hope of doing that than the rest of us.
586829.
განთიადი | თავი XXXII
ალისტერი მეძებარი იყო, ოღონდ დემეტრესავით ძლიერი არა.
Alistair was a tracker, though not nearly as efficient as Demetri.
586830.
განთიადი | თავი XXXII
უბრალოდ, ალისტერი გუმანით გრძნობდა, ზუსტად სად მოეძებნა ის, რაც აინტერესებდა.
Alistair just felt an elusive pull toward whatever he was seeking.
586831.
განთიადი | თავი XXXII
ორივეს, თითქოს გაუწელავთო, გრძელი ხელ-ფეხი, თითები, შავი ნაწნავები, სახე და ცხვირი ჰქონდა.
Both of them seemed as if they'd been stretched – long arms and legs, long fingers, long black braids, and long faces with long noses.
586832.
განთიადი | თავი XXXII
არა მხოლოდ სამოსით, გარეგნობითა და გამომეტყველებითაც, მოუსვენარი სისხლისფერი თვალებითა თუ სხარტი მოძრაობით, ნამდვილ ველურებს ჰგავდნენ.
It wasn't just their eccentric clothes that made them seem wild but everything about them, from their restless crimson eyes to their sudden, darting movements.
586833.
განთიადი | თავი XXXII
ასეთ არაცივილიზებულ ვამპირებს პირველად შევხვდი.
I'd never met any vampires less civilized.
586834.
განთიადი | თავი XXXII
ნეტა სამხრეთ ამერიკაში რას აკეთებდა?
Why was Alice in South America?
586835.
განთიადი | თავი XXXII
ნუთუ ამაზონების მოსაძებნად ჩავიდა, რაკი სხვებმა მათ ვერ მიაგნეს?
Just because she'd seen that no one else would be able to get in touch with the Amazons?
586836.
განთიადი | თავი XXXII
კაჩირი სად არის?
Where's Kachiri?
586837.
განთიადი | თავი XXXII
– თქვენ სამნი განუყრელად არასდროს მინახავხართ.
– I've never seen you three apart.
586838.
განთიადი | თავი XXXII
– განშორება კი გაგვიჭირდა, მაგრამ ელისმა გვითხრა, თქვენ ორნი კარლაილს სჭირდებით, ხოლო კაჩირი სხვა რამისთვის სჭირდებოდა.
– It's uncomfortable to be away from each other, but Alice assured us that you needed us here, while she very much needed Kachiri somewhere else.
586839.
განთიადი | თავი XXXII
მიუხედავად სასტიკი გამომეტყველებისა, მათ ჩვენი ამბავი ძალიან მშვიდად მოისმინეს და რენესმეს ამბის დამოწმების საშუალებაც მისცეს.
Despite their fierce appearance, they listened very calmly to our story, and then allowed Renesmee to prove the point.
586840.
განთიადი | თავი XXXII
სხვა ვამპირების მსგავსად, ისინიც მოიხიბლნენ რენესმეთი, თუმცა, მე მათი სწრაფი, მკვეთრი მოძრაობები მაინც მაშინებდა.
They were every bit as taken with Renesmee as any of the other vampires, but I couldn't help worrying as I watched their swift, jerky movements.