მოიძებნა 668043 ჩანაწერი
586861.
განთიადი | თავი XXXII
მე ყელში კბილებდაკრეჭილი ვწვდი, არ განძრეულა.
He was motionless as I pressed my lips to his jugular.
586862.
განთიადი | თავი XXXII
– გავიმარჯვე.
– I win.
586863.
განთიადი | თავი XXXII
თვალები მოჭუტა, მაგრამ ისევ არაფერი უთქვამს.
His eyes narrowed, but he said nothing.
586864.
განთიადი | თავი XXXII
– ედუარდ, რა მოხდა?
- Edward, what's wrong?
586865.
განთიადი | თავი XXXII
რატომ არ მასწავლი?
Why won't you teach me?
586866.
განთიადი | თავი XXXII
ტანიამ და ელეაზარმაც ალბათ უფრო მეტი იციან.
Tanya and Eleazar probably know more.
586867.
განთიადი | თავი XXXII
– ეს უსამართლობაა!
- That's not fair!
586868.
განთიადი | თავი XXXII
მას თვალები გაშავებოდა.
His eyes were dark.
586869.
განთიადი | თავი XXXII
დიდი დრო მაინც არ გვაქვს, რომ სრულად გაგწვრთნათ, სულერთია, მასწავლებელი ვინ იქნება.
We don't have so much time that it will really make a difference who your teacher is.
586870.
განთიადი | თავი XXXII
ძირითად ხერხებს ყველა გასწავლის.
Anyone can teach you the fundamentals.
586871.
განთიადი | თავი XXXII
აბზუებულ ტუჩზე შემეხო და გამიღიმა.
He touched my pouting lower lip and smiled.
586872.
განთიადი | თავი XXXII
– თანაც, საჭირო არაა.
– Besides, it's unnecessary.
586873.
განთიადი | თავი XXXII
ვოლტურები გაჩერდებიან.
The Volturi will stop.
586874.
განთიადი | თავი XXXII
იძულებული იქნებიან, გაიგონ.
They will be made to understand.
586875.
განთიადი | თავი XXXII
– სხვა მასწავლებელი მოძებნე.
– Find another teacher.
586876.
განთიადი | თავი XXXII
აი, ემეტი კი სიამოვნებით დამთანხმდა, თუმცა გაწვრთნის ნაცვლად, მგონი მკლავჭიდში დამარცხების გამო, ჩემზე შურისძიებას ცდილობდა.
Emmett was more than willing to help, though his teaching felt to me a lot like revenge for all the lost arm-wrestling matches.
586877.
განთიადი | თავი XXXII
ჩემი სხეულის დაბეგვა უკვე შეუძლებელი იყო, თორემ ალბათ თავით-ფეხამდე დამალილავებდა.
If I could still bruise, I would have been purple from head to toe.
586878.
განთიადი | თავი XXXII
როუზი, ტანია და ელეაზარი ყველანაირად მეხმარებოდნენ და მოთმინებას იჩენდნენ.
Rose, Tanya, and Eleazar all were patient and supportive.
586879.
განთიადი | თავი XXXII
მათი გაკვეთილები ჯასპერის საბრძოლო ინსტრუქციებს ჰგავდა, თუმცა, ივნისის მოგონებები ძალიან გაფერმკრთალებულიყო და ბუნდოვნად მახსოვდა.
Their lessons reminded me of Jasper's fighting instructions to the others last June, though those memories were fuzzy and indistinct.
586880.
განთიადი | თავი XXXII
ზოგიერთ სტუმარს ჩემი გაწვრთნის პროცესი მოეწონა და თვითონაც მიწევდნენ ასისტენტობას.
Some of the visitors found my education entertaining, and some even offered assistance.