მოიძებნა 668043 ჩანაწერი
587421.
განთიადი | თავი XXXIV
– არც ეს აზრების წამკითხველი სჭირდებათ, თუმცა, ვხვდები, რასაც გულისხმობ.
- Nor is the mind reader is exactly necessary, but I see your point.
587422.
განთიადი | თავი XXXIV
ამ გამარჯვებით მართლაც ბევრს მოიგებენ.
Indeed, they will gain much if they win.
587423.
განთიადი | თავი XXXIV
– სანამ იმედი არსებობს, წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ.
- That we must stand against them while there is still hope.
587424.
განთიადი | თავი XXXIV
– რაც შეიძლება, ბევრი უნდა დავასახიჩროთ, იქნებ ვამხილოთ კიდეც...
- If we can just cripple them, even, expose them ...
587425.
განთიადი | თავი XXXIV
– და ერთ დღესაც დაწყებულ საქმეს სხვები დაასრულებენ.
- Then, someday, others will finish the job.
587426.
განთიადი | თავი XXXIV
ორივეს მზერა გაუშტერდა და ერთდროულად წარმოთქვეს.
They locked eyes for a moment and then murmured in unison.
587427.
განთიადი | თავი XXXIV
– მაშ, ვიბრძოლებთ, – თქვა სტეფანმა.
- So we fight, - Stefan said.
587428.
განთიადი | თავი XXXIV
მართალია, ყოყმანობდნენ, თვითგადარჩენის ინსტინქტი შურისძიების სურვილს ახშობდა, მაგრამ ერთმანეთს ცბიერად მაინც გადახედეს.
Though I could see that they were torn, self-preservation warring with revenge, the smile they exchanged was full of anticipation.
587429.
განთიადი | თავი XXXIV
– ვიბრძოლებთ, – დაეთანხმა ვლადიმირი.
- We fight, - Vladimir agreed.
587430.
განთიადი | თავი XXXIV
ალისტერის მსგავსად, მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრძოლა გარდაუვალი იყო.
Like Alistair, I was sure the battle was impossible to avoid.
587431.
განთიადი | თავი XXXIV
ჩვენ კი ორი ბრძოლაზე თანახმა ვამპირიც შემოგვიერთდა.
In that case, two more vampires fighting on our side could only help.
587432.
განთიადი | თავი XXXIV
თუმცა, რუმინელების სიტყვები მაინც საშინელი მოსასმენი იყო.
But the Romanians' decision still made me shudder.
587433.
განთიადი | თავი XXXIV
– ჩვენც ვიბრძოლებთ, – განაცხადა ტიამ თავისი სამარისებური ცივი ხმით.
- We will fight, too, - Tia said, her usually grave voice more solemn than ever.
587434.
განთიადი | თავი XXXIV
– ვოლტურები ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ.
- The Volturi will overstep their authority.
587435.
განთიადი | თავი XXXIV
- მათ აღარ დავემორჩილებით.
- We have no wish to belong to them.
587436.
განთიადი | თავი XXXIV
მან თავის მეწყვილეს შეავლო თვალი.
Her eyes lingered on her mate.
587437.
განთიადი | თავი XXXIV
ბენიამინმა გაიღიმა და ეშმაკურად გახედა რუმინელებს.
Benjamin grinned and threw an impish glance toward the Romanians.
587438.
განთიადი | თავი XXXIV
– როგორც ჩანს, მე ძვირფასი ჯილდო ვარ.
- Apparently, I'm a hot commodity.
587439.
განთიადი | თავი XXXIV
როგორც ჩანს, თავისუფლების დასაცავად მომიწევს ბრძოლა.
It appears I have to win the right to be free.
587440.
განთიადი | თავი XXXIV
– მეფის მმართველობისგან თავის დასაღწევად აქამდეც მიბრძოლია, – დამცინავად ჩაილაპარაკა გარეტმა, წინ გამოვიდა და ბენიამინს ზურგზე ხელი დაუტყაპუნა.
- This won't be the first time I've fought to keep myself from a king's rule, - Garrett said in a teasing tone, he walked over and clapped Benjamin on the back.