მოიძებნა 668043 ჩანაწერი
587361.
განთიადი | თავი XXXIV
ჯეიკობისთვის დოკუმენტები მალევე უნდა გადამეცა.
I would have to give Jacob the documents before it was too late.
587362.
განთიადი | თავი XXXIV
როცა მე ვეღარ შევძლებდი, წაიკითხავდნენ და გაიგებდნენ, როგორ მიყვარდა ისინი.
Something for her to read when I couldn't tell her I loved her anymore.
587363.
განთიადი | თავი XXXIV
ამასობაში კალენების სახლის წინ, მდელოზე გავაჩერეთ მანქანა, თავიდან უჩვეულო არაფერი შემიმჩნევია, თუმცა, შიგნიდან მცირე ჩოჩქოლის ხმა გამოდიოდა.
There was nothing unusual about the outside of the Cullen house as we pulled into the meadow, but I could hear some kind of subtle uproar inside.
587364.
განთიადი | თავი XXXIV
ვიღაცები უკმაყოფილოდ იღრინებოდნენ და ჩურჩულებდნენ, თითქოს დაძაბულები ერთმანეთს ეკამათებოდნენ.
Many low voices murmured and growled, it sounded intense, and it sounded like an argument.
587365.
განთიადი | თავი XXXIV
ყველაზე ხშირად კარლაილისა და ამონის ხმები ისმოდა.
I could pick out Carlisle's voice and Amun's more often.
587366.
განთიადი | თავი XXXIV
– ალისტერი წავიდა, – ჩამჩურჩულა ედუარდმა.
- Alistair is gone, - Edward murmured.
587367.
განთიადი | თავი XXXIV
მისაღებ ოთახში გაცხოველებული კამათი მიმდინარეობდა.
Inside the front room, the main confrontation was physically apparent.
587368.
განთიადი | თავი XXXIV
იმ სამ ვამპირთან ცენტრში ყველაზე ახლოს ესმე, კები და ტია იდგნენ.
Esme, Kebi, and Tia were the closest to the three vampires in the center.
587369.
განთიადი | თავი XXXIV
ოთახის ცენტრში ამონი კარლაილსა და ბენიამინს უღრენდა.
In the middle of the room, Amun was hissing at Carlisle and Benjamin.
587370.
განთიადი | თავი XXXIV
ედუარდი მაშინვე ესმესთან მიიჭრა.
Edward's moved quickly to Esme's side.
587371.
განთიადი | თავი XXXIV
მე რენესმეს ვიხუტებდი გულზე.
I clutched Renesmee tightly to my chest.
587372.
განთიადი | თავი XXXIV
– ამონ, თუ წასვლა გინდა, დარჩენას არავინ გაძალებს, – მშვიდად უთხრა კარლაილმა.
- Amun, if you want to go, no one is forcing you to stay, - Carlisle said calmly.
587373.
განთიადი | თავი XXXIV
– შენ ჩემი კლანის ნახევარ წევრებს მართმევ! – დაუყვირა ამონმა და ბენიამინზე მიუთითა.
- You're stealing half my coven, Carlisle! - Amun shrieked, stabbing one finger at Benjamin.
587374.
განთიადი | თავი XXXIV
– აქ ამისთვის მომიწვიე?!
"Is that why you called me here?
587375.
განთიადი | თავი XXXIV
კარლაილმა ამოიოხრა.
Carlisle sighed.
587376.
განთიადი | თავი XXXIV
– ჰო, კარლაილმა ვოლტურებთან ომი წამოიწყო და მთელი ოჯახი საფრთხეში ჩააგდო იმისთვის, რომ მე აქ შემოვეტყუებინე და სასიკვდილოდ გავეწირე, – ირონიულად შენიშნა ბენიამინმა.
- Yes, Carlisle picked a fight with the Volturi, endangered his whole family, just to lure me here to my death, - Benjamin said sarcastically.
587377.
განთიადი | თავი XXXIV
– დაფიქრდი, ამონ.
- Be reasonable, Amun.
587378.
განთიადი | თავი XXXIV
მე სიმართლეს ვემსახურები, სხვა კლანს კი არ ვუერთდები.
I'm committed to do the right thing here – I'm not joining any other coven.
587379.
განთიადი | თავი XXXIV
თუმცა, როგორც კარლაილმა გითხრა, შენი საქმისა შენ უკეთ იცი.
You can do whatever you want, of course, as Carlisle has pointed out.
587380.
განთიადი | თავი XXXIV
– ყველას დაგვხოცავენ!
- We're all going to be slaughtered!