მოიძებნა 668043 ჩანაწერი
587881.
განთიადი | თავი XXXVI
ედუარდს არაფერი უპასუხია, ჯეიკობმა კი ხმადაბლა დაიღრინა.
Edward didn't respond, but a low growl slipped through Jacob's teeth.
587882.
განთიადი | თავი XXXVI
აროსგან რამდენიმე მეტრის მოშორებით შევდექით.
We stopped a few yards from Aro.
587883.
განთიადი | თავი XXXVI
ედუარდი აროს დაუსხლტა და ჩვენთან მოვიდა. ხელი ჩამჭიდა.
Edward ducked under Aro's arm and quickly joined us, taking my hand.
587884.
განთიადი | თავი XXXVI
წამით ერთმანეთს მდუმარედ ვუმზერდით.
For a moment we faced each other in silence.
587885.
განთიადი | თავი XXXVI
– კიდევ ერთხელ მოგესალმები, ბელა, – თავმომწონედ გამიღიმა ისე, რომ ცალი თვალი ჯეიკობისთვის არ მოუშორებია.
"Hello again, Bella." He grinned cockily while still tracking Jacob's every twitch with his peripheral vision.
587886.
განთიადი | თავი XXXVI
– გამარჯობა, ფელიქს, – ცბიერად გავუღიმე ბუმბერაზ ვამპირს.
"Hey, Felix." I smiled wryly at the mountainous vampire.
587887.
განთიადი | თავი XXXVI
– კარგად გამოიყურები.უკვდავება გიხდება.– გმადლობ.– არაფრის.
"You look good. Immortality suits you." "Thanks so much." "You're welcome.
587888.
განთიადი | თავი XXXVI
ცუდია, რომ... მან არ დაასრულა, მაგრამ მე ედუარდის დაუხმარებლად მივხვდი, რის თქმა სურდა მას – „ცუდია, რომ მალე შენი მოკვლა მომიწევს“.
"It's too bad ..." He let his comment trail off into silence, but I didn't need Edward's gift to imagine the end. It's too bad we're going to kill you in a sec.
587889.
განთიადი | თავი XXXVI
– ჰო, ძალიან ცუდია, – დავიჩურჩულე მე.
"Yes, too bad, isn't it?" I murmured.
587890.
განთიადი | თავი XXXVI
ფელიქსი შეკრთა.
Felix winked.
587891.
განთიადი | თავი XXXVI
აროს ყურადღება არ მიუქცევია.
Aro paid no attention.
587892.
განთიადი | თავი XXXVI
სმენად ქცეულიყო.
He leaned his head to one side, fascinated.
587893.
განთიადი | თავი XXXVI
– მისი უცნაური გულისცემა მესმის, – მელოდიურად წაიღიღინა მან.
"I hear her strange heart," he murmured with an almost musical lilt to his words.
587894.
განთიადი | თავი XXXVI
– მის უცნაურ სურნელს ვგრძნობ, – შემდეგ დანისლული თვალები მე მომაპყრო.
"I smell her strange scent." Then his hazy eyes shifted to me.
587895.
განთიადი | თავი XXXVI
– სიმართლე გითხრა, ბელა, უკვდავებამ ექსტრაორდინარულ პიროვნებად გაქცია.
"In truth, young Bella, immortality does become you most extraordinarily".
587896.
განთიადი | თავი XXXVI
თითქოს სწორედ ასეთი ცხოვრებისთვის გაჩნდი.
"It is as if you were designed for this life."
587897.
განთიადი | თავი XXXVI
მხოლოდ თავი დავუკარი პირფერულ კომენტარზე.
I nodded once in acknowledgment of his flattery.
587898.
განთიადი | თავი XXXVI
– ჩემი საჩუქარი მოგეწონა?
"You liked my gift?"
587899.
განთიადი | თავი XXXVI
ვიფიქრე, შენს ახალ სახეს დაამშვენებდა და ასეცაა.
I thought it might complement your new face, and so it does.
587900.
განთიადი | თავი XXXVI
ვოლტურების რიგებიდან ისევ სისინი მოისმა.
I heard a little hiss from the center of the Volturi line.