მოიძებნა 668043 ჩანაწერი
587921.
განთიადი | თავი XXXVI
ვიცი, რომ შენ ჩემნაირ ინტერესს არ იჩენ ისტორიის შესწავლაში, მაგრამ დამიჯერე, ძმაო, მე ჩვენს ისტორიას კიდევ ერთ დაუჯერებელ თავს შევმატებ.
I know you don't have my enthusiasm for collecting histories, but be tolerant with me, brother, as I add a chapter that stuns me with its improbability.
587922.
განთიადი | თავი XXXVI
მან რენესმეს ხელი გაუწოდა.
He held out his hand to Renesmee.
587923.
განთიადი | თავი XXXVI
ედუარდის მსგავსად, ისიც მიჩვეული იყო სხვათა აზრებისა თუ მოგონებების მოსმენასა და ჭვრეტას.
He was as used to the flow of thought and memory from other minds as Edward was.
587924.
განთიადი | თავი XXXVI
უბრალოდ, სახეზე უფრო ფართო ღიმილი გადაეფინა და კმაყოფილებით ამოთქვა: – დიდებულია!
His smile widened, and he sighed in satisfaction. "Brilliant".
587925.
განთიადი | თავი XXXVI
რენესმეს პატარა სახე დაუსერიოზულდა.
Renesmee's little face was very serious.
587926.
განთიადი | თავი XXXVI
– გთხოვთ, – მიმართა მას.
"Please?" she asked him.
587927.
განთიადი | თავი XXXVI
მან თავაზიანად გაუღიმა.
His smile turned gentle.
587928.
განთიადი | თავი XXXVI
– რასაკვირველია, შენს ახლობლებს არაფერს დავუშავებ, ძვირფასო რენესმე.
"Of course I have no desire to harm your loved ones, precious Renesmee."
587929.
განთიადი | თავი XXXVI
წამით აროს ხმამ სრულიად დამაწყნარა და გულზე მომეშვა.
Aro's voice was so comforting and affectionate, it took me in for a second.
587930.
განთიადი | თავი XXXVI
მაგრამ უცებ ედუარდმა კბილები გააღრჭიალა, ჩვენ ზურგს უკან კი, შორს, მეგი მძულვარე სისინით შეხვდა სიცრუეს.
And then I heard Edward's teeth grind together and, far behind us, Maggie's outraged hiss at the lie.
587931.
განთიადი | თავი XXXVI
– საინტერესოა, – ჩაფიქრდა არო, მისი სიტყვებით გამოწვეული უკმაყოფილო რეაქცია თითქოს არც გაუგონია.
"I wonder," Aro said thoughtfully, seeming unaware of the reaction to his previous words.
587932.
განთიადი | თავი XXXVI
შემდეგ ჩვენ უკან მდგარი მაქციების ორ რიგს გახედა.
Then his eyes moved slowly across the two lines of werewolves behind us.
587933.
განთიადი | თავი XXXVI
როგორც ჩანდა, რენესმემ ისეთი რამ აჩვენა, რომ მგლებმა მისი ყურადღება მიიპყრეს.
Whatever Renesmee had shown him, it made the wolves suddenly interesting to him.
587934.
განთიადი | თავი XXXVI
– ისინი დამოუკიდებლები არიან, არო.
"They don't belong to us, Aro.
587935.
განთიადი | თავი XXXVI
ჩვენს ბრძანებებს არ ემორჩილებიან.
They don't follow our commands that way.
587936.
განთიადი | თავი XXXVI
აქ თავიანთი ნებით მოვიდნენ.
They're here because they want to be.
587937.
განთიადი | თავი XXXVI
ჯეიკობმა ავად დაიღრინა.
Jacob growled menacingly.
587938.
განთიადი | თავი XXXVI
– ისინი ადამიანებს იცავენ, არო.
"They're committed to protecting human life, Aro.
587939.
განთიადი | თავი XXXVI
თუ, რასაკვირველია, ცხოვრების წესის შეცვლას არ აპირებთ.
Unless you're rethinking your lifestyle.
587940.
განთიადი | თავი XXXVI
არომ მხიარულად გაიცინა.
Aro laughed merrily.