მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589081.
დაბნელება | თავი 1
– საინტერესოა, მაგრამ ამ შემთხვევაში – არაფრის მომცემი, – ამოიბუტბუტა წუთის შემდეგ, – ჩვენთვის არაფერი იცვლება.
“Interesting, but not exactly relevant,” he murmured after a moment. “The situation remains the same.”
589082.
დაბნელება | თავი 1
რაც ამას ნიშნავდა: „არავითარი მეგობრობა მაქციასთან“.
I could translate that easily enough: no werewolf friends.
589083.
დაბნელება | თავი 1
ცოტა უნდა მეცლია ედუარდისთვის.
I knew I must be patient with Edward.
589084.
დაბნელება | თავი 1
უგუნურებას კი არ იჩენდა, უბრალოდ, ვერ ხვდებოდა.
It wasn’t that he was unreasonable, it was just that he didn’t understand.
589085.
დაბნელება | თავი 1
მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენად დავალებული ვიყავი ჯეიკობ ბლექისგან – საკუთარი სიცოცხლესაც და, შესაძლოა, საღ აზროვნებასაც მას ვუმადლოდი.
He had no idea how very much I owed Jacob Black — my life many times over, and possibly my sanity, too.
589086.
დაბნელება | თავი 1
იმ ერთფეროვანი დღეების გახსენება არ მინდოდა, განსაკუთრებით ედუარდთან.
I didn’t like to talk about that barren time with anyone, and especially not Edward.
589087.
დაბნელება | თავი 1
მან მხოლოდ ჩემი კეთილდღეობის, ჩემი სულის გადარჩენის მიზნით დამტოვა.
He had only been trying to save me when he’d left, trying to save my soul.
589088.
დაბნელება | თავი 1
იმ სიგიჟეების გამო, რაც მისი არყოფნისას ჩავიდინე, და ტკივილისთვის, რაც განვიცადე, დამნაშავედ არ მივიჩნევდი.
I didn’t hold him responsible for all the stupid things I’d done in his absence, or the pain I had suffered.
589089.
დაბნელება | თავი 1
ამიტომაც ძალიან ფრთხილად და მოზომილად უნდა ამეხსნა.
So I would have to word my explanation very carefully.
589090.
დაბნელება | თავი 1
წამოვდექი და მაგიდას შემოვუარე.
I got up and walked around the table.
589091.
დაბნელება | თავი 1
ქვასავით ცივი მკლავები მომხვია და მუხლებზე დამისვა.
He opened his arms for me and I sat on his lap, nestling into his cool stone embrace.
589092.
დაბნელება | თავი 1
მის ხელებს დაშტერებულმა დავიწყე.
I looked at his hands while I spoke.
589093.
დაბნელება | თავი 1
– გთხოვ, არ გამაწყვეტინო.
Please just listen for a minute.
589094.
დაბნელება | თავი 1
აქ ძველ მეგობართან შეხვედრის ახირებას არ ეხება საქმე. ჯეიკობი იტანჯება.
This is so much more important than some whim to drop in on an old friend. Jacob is in pain.
589095.
დაბნელება | თავი 1
ხმა ამიკანკალდა.
My voice distorted around the word.
589096.
დაბნელება | თავი 1
– აუცილებლად უნდა დავეხმარო, ვერ მივატოვებ, როცა გასაჭირშია იმის გამო, რომ ყოველთვის ადამიანი არაა...
“I can’t not try to help him...an’t give up on him now, when he needs me. Just because he’s not human all the time....
589097.
დაბნელება | თავი 1
სამაგიეროდ, ის ყოველთვის ჩემ გვერდით იყო, როცა მე... ადამიანურობისა არაფერი მეტყობოდა.
Well, he was there for me when I was... not so human myself.
589098.
დაბნელება | თავი 1
შენ არც კი იცი, რა მძიმე ვითარებაში ვიყავი...
You don’t know what it was like....
589099.
დაბნელება | თავი 1
არც კი ვიცი, ცოცხალი თუ დაგხვდებოდი.
I’m not sure what you would have come home to.
589100.
დაბნელება | თავი 1
მის წინაშე ვალში ვარ, ედუარდ.
I owe him better than this, Edward.