მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589101.
დაბნელება | თავი 1
მის სახეს ფრთხილად შევხედე.
I looked up at his face warily.
589102.
დაბნელება | თავი 1
თვალები დაეხუჭა და ყბა დასჭიმოდა.
His eyes were closed, and his jaw was strained.
589103.
დაბნელება | თავი 1
– საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ, რომ მიგატოვე, – დაიჩურჩულა, – თუნდაც ათასი წელი ვიცოცხლო.
“I’ll never forgive myself for leaving you,” he whispered. “Not if I live a hundred thousand years.”
589104.
დაბნელება | თავი 1
ხელი ცივ სახეზე მივადე და დაველოდე.
I put my hand against his cold face and waited until he sighed and opened his eyes.
589105.
დაბნელება | თავი 1
– შენ ჩემთვის კარგი გინდოდა.
You were just trying to do the right thing.
589106.
დაბნელება | თავი 1
ალბათ, ჩემ ადგილას ვინმე უფრო გონიერი რომ ყოფილიყო, შენი საქციელი წაადგებოდა კიდეც.
And I’m sure it would have worked with anyone less mental than me.
589107.
დაბნელება | თავი 1
თუმცა, შენ ახლა აქ ხარ და მთავარი ესაა.
Besides, you’re here now. That’s the part that matters.
589108.
დაბნელება | თავი 1
– მე რომ არ წავსულიყავი, ახლა იმ ძაღლის დასაყვავებლად წასვლა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, აღარ მოგიწევდა. შევკრთი.
“If I’d never left, you wouldn’t feel the need to go risk your life to comfort a dog.” I flinched.
589109.
დაბნელება | თავი 1
ჯეიკობის ლანძღვას და მის დამცინავ ზედმეტსახელებს – „სისხლისმსმელებს“, „წურბლებს“, „პარაზიტებს“ მიჩვეული ვიყავი, მაგრამ ედუარდის ხავერდოვანმა ხმამ დამცინავი ზედმეტსახელი უფრო ზიზღით წარმოთქვა.
I was used to Jacob and all his derogatory slurs — bloodsucker, leech, parasite.... Somehow it sounded harsher in Edward’s velvet voice.
589110.
დაბნელება | თავი 1
– არც კი ვიცი, ზუსტად როგორ აგიხსნა, – მშრალად დაიწყო ედუარდმა.
“I don’t know how to phrase this properly,” Edward said, and his tone was bleak.
589111.
დაბნელება | თავი 1
– ალბათ, ძალიან მკაცრად ჩამთვლი.
It’s going to sound cruel, I suppose.
589112.
დაბნელება | თავი 1
მაგრამ ერთხელ კინაღამ დაგკარგე და ვიცი, ეს რა გრძნობაცაა.
But I’ve come too close to losing you in the past. I know what it feels like to think I have.
589113.
დაბნელება | თავი 1
შენი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების უფლებას არ მოგცემ.
I am not going to tolerate anything dangerous.
589114.
დაბნელება | თავი 1
– უნდა მენდო.
You have to trust me on this.
589115.
დაბნელება | თავი 1
არაფერი მომივა.
I’ll be fine.
589116.
დაბნელება | თავი 1
– გთხოვ, ბელა, – ჩურჩულით შემეხვეწა.
“Please, Bella,” he whispered.
589117.
დაბნელება | თავი 1
– გთხოვ, ჩემი გულისთვის მაინც ეცადე, არაფერი დაგემართოს.
Please for me. Please make a conscious effort to keep yourself safe.
589118.
დაბნელება | თავი 1
მე ყველანაირად ვცდილობ შენს დაცვას, მაგრამ შენც უნდა შემიწყო ხელი.
I’ll do everything I can, but I would appreciate a little help.
589119.
დაბნელება | თავი 1
– ვეცდები, – ჩავიბუტბუტე.
“I’ll work on it,” I murmured.
589120.
დაბნელება | თავი 1
– თუ იცი, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის?
Do you really have any idea how important you are to me?