მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589161.
დაბნელება | თავი 2
– სიმართლე გითხრა, სახლში ჯდომა მომწყინდა. თუ წინააღმდეგი არ იქნები, თვითონ გესტუმრები. წუხელ ჩარლიმ სასჯელი მომიხსნა, – ღიმილით გამოვაცხადე.
“Actually, I’d rather go to your house if that’s okay — I’m sick of mine. Charlie un-grounded me last night.” I grinned as I announced my good news.
589162.
დაბნელება | თავი 2
– მართლა? – ანგელას თვალები აღტაცებისგან აუციმციმდა, – შენ არ ამბობდი, სიცოცხლის ბოლომდე დასჯილი ვარო?!
“Really?” Angela asked, mild excitement lighting her always-gentle brown eyes. “I thought you said you were in for life.”
589163.
დაბნელება | თავი 2
– შენზე მეტად მე გამიკვირდა.
I’m more surprised than you are.
589164.
დაბნელება | თავი 2
მინიმუმ, სკოლის დამთავრებამდე არ ველოდი გათავისუფლებას.
I was sure I would at least have finished high school before he set me free.
589165.
დაბნელება | თავი 2
– დიდებულია, ბელა!
Well, this is great, Bella!
589166.
დაბნელება | თავი 2
ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთ.
We’ll have to go out to celebrate.
589167.
დაბნელება | თავი 2
– შესანიშნავი იდეაა.
“You have no idea how good that sounds.”
589168.
დაბნელება | თავი 2
– მოდი, რამე ძალიან მაგარი მოვიფიქროთ, – მაშინვე გამოცოცხლდა ელისი.
“What should we do?” Alice mused, her face lighting up at the possibilities.
589169.
დაბნელება | თავი 2
ელისის იდეები, ჩვეულებრივ, ჩემთვის მეტისმეტად გრანდიოზული იყო ხოლმე. ახლაც მის თვალებში ისეთი აღტაცება ამოვიკითხე, რომ აშკარად დიდი რამის მოწყობა ჩაიფიქრა.
Alice’s ideas were usually a little grandiose for me, and I could see it in her eyes now — the tendency to take things too far kicking into action.
589170.
დაბნელება | თავი 2
– ელის, არა მგონია, მთლად ისეთი თავისუფალი ვიყო, შენს ჩაფიქრებულ ღონისძიებაში მივიღო მონაწილეობა.
“Whatever you’re thinking, Alice, I doubt I’m that free.”
589171.
დაბნელება | თავი 2
– თავისუფლება თავისუფლებაა, – არ დამეთანხმა ელისი.
“Free is free, right?” she insisted.
589172.
დაბნელება | თავი 2
– ჰო, მაგრამ მე ჯერ კიდევ მაქვს შეზღუდვები, მაგალითად, კონტინენტურ აშშ-ს არ უნდა გავცდე.
“I’m sure I still have boundaries — like the continental U.S., for example.”
589173.
დაბნელება | თავი 2
ანგელას და ბენს გაეცინათ, იმედგაცრუებული ელისი მოიღუშა.
Angela and Ben laughed, but Alice grimaced in real disappointment.
589174.
დაბნელება | თავი 2
– აბა, ამაღამ რას ვგეგმავთ? – მაინც არ მოგვეშვა.
“So what are we doing tonight?” she persisted.
589175.
დაბნელება | თავი 2
– არაფერს. მოდი, ერთ-ორი დღე დავიცადოთ, დავრწმუნდეთ, რომ არ ხუმრობდა.
Nothing. Look, let’s give it a couple of days to make sure he wasn’t joking.
589176.
დაბნელება | თავი 2
თანაც ხვალ სამუშაო დღეა.
It’s a school night, anyway.
589177.
დაბნელება | თავი 2
– მაშინ შაბათ-კვირას ვიზეიმოთ, – ელისის აღტყინების დაცხრობა შეუძლებელი იყო.
“We’ll celebrate this weekend, then.” Alice’s enthusiasm was impossible to repress.
589178.
დაბნელება | თავი 2
– კარგი, – დავპირდი იმ იმედით, რომ დაწყნარდებოდა.
“Sure,” I said, hoping to placate her.
589179.
დაბნელება | თავი 2
სულაც არ ვაპირებდი განსაკუთრებულ ზეიმს. ჯერ ჩარლისთვის ჩემი გონივრული საქციელითა და მორჩილებით უნდა მეჩვენებინა, რომ თავისუფლების ღირსი ვიყავი.
I knew I wasn’t going to do anything too outlandish; it would be safer to take it slow with Charlie. Give him a chance to appreciate how trustworthy and mature I was before I asked for any favors.
589180.
დაბნელება | თავი 2
ანგელამ და ელისმა ვარიანტების განხილვა დაიწყეს, ბენმა კომიქსების ჟურნალი განზე გადადო და საუბარში ჩაერთო.
Angela and Alice started talking about options; Ben joined the conversation, setting his comics aside.