მოიძებნა 668043 ჩანაწერი
590761.
დაბნელება | თავი 6
– თუ ამის შემდეგ კიდევ შევძლებ ბეჭდვას.
- If I can type again after this.
590762.
დაბნელება | თავი 6
კონვერტების გროვაზე ვანიშნე.
I nodded toward the stack of envelopes.
590763.
დაბნელება | თავი 6
ორივეს გაგვეცინა და უდარდელი ჭორაობის თანხლებით დავასრულეთ დანარჩენი მოსაწვევების შევსება.
We laughed, and it was easy then to chat cheerfully while we finished the rest.
590764.
დაბნელება | თავი 6
სადარდებელი ისედაც თავზე საყრელად მქონდა.
Anyway, there were more urgent things to worry about today.
590765.
დაბნელება | თავი 6
მას მარკების დაკვრაშიც დავეხმარე.
I helped her put the stamps on, too.
590766.
დაბნელება | თავი 6
მეშინოდა წასვლის.
I was afraid to leave.
590767.
დაბნელება | თავი 6
– ხელი ხომ არ გტკივა?
- How’s your hand?
590768.
დაბნელება | თავი 6
თითები გავავარჯიშე.
I flexed my fingers.
590769.
დაბნელება | თავი 6
– მგონი, ყველა აღიდგენს ქმედითუნარიანობას ოდესმე.
- I think I’ll recover the full use of it someday.
590770.
დაბნელება | თავი 6
ქვევით კარის გაღების ხმა გაისმა.
The door banged downstairs.
590771.
დაბნელება | თავი 6
– ენჯი? – დაუძახა ბენმა.
- Ang? - Ben called.
590772.
დაბნელება | თავი 6
გაღიმება მინდოდა, მაგრამ ტუჩები ამითრთოლდა.
I tried to smile, but my lips trembled.
590773.
დაბნელება | თავი 6
– მგონი, ჩემი წასვლის დროა.
- I guess that’s my cue to leave.
590774.
დაბნელება | თავი 6
– სულაც არ არის აუცილებელი, რომ წახვიდე.
- You don’t have to go.
590775.
დაბნელება | თავი 6
თუმცა ის ალბათ უკვე ემზადება ფილმის დეტალურად მოსაყოლად.
Though he’s probably going to describe the movie for me in detail.
590776.
დაბნელება | თავი 6
– ჩარლი ძებნას დამიწყებს.
- Charlie will be wondering where I am anyway.
590777.
დაბნელება | თავი 6
– გმადლობ, დახმარებისთვის.
- Thanks for helping me.
590778.
დაბნელება | თავი 6
– სიმართლე გითხრა, კარგი დრო გავატარე.
- I had a good time, actually.
590779.
დაბნელება | თავი 6
საძინებლის კარზე მშვიდად დააკაკუნეს.
There was a light knock on the bedroom door.
590780.
დაბნელება | თავი 6
– შემოდი, ბენ, – შემოიპატიჟა ანგელამ.
- Come in, Ben, - Angela said.