მოიძებნა 668043 ჩანაწერი
590781.
დაბნელება | თავი 6
წამოვდექი და გავიზმორე.
I got up and stretched.
590782.
დაბნელება | თავი 6
მომესალმე ბენი და ჩემს ადგილზე დაჯდა ანგელას გვერდით.
Ben greeted me quickly before going to take my place by Angela.
590783.
დაბნელება | თავი 6
ცუდია, რომ მე არ დამიტოვეთ...
- Too bad there’s nothing left to do...
590784.
დაბნელება | თავი 6
მაგრამ წინადადება აღარ დაასრულა და სხვა ამბავზე გადახტა აღფრთოვანებული.
He let the thought trail off, and then restarted excitedly.
590785.
დაბნელება | თავი 6
ფინალური ბრძოლა წარმოუდგენელი სანახაობა იყო!
There was this final fight sequence was unbelievable!
590786.
დაბნელება | თავი 6
ერთი ტიპი - რომ ნახავ, უკეთ მიხვდები, რაზეც ვამბობ...
This one guy — well, you’re going to have to see it to know what I’m talking about...
590787.
დაბნელება | თავი 6
ანგელამ თვალები გადაატრიალა.
Angela rolled her eyes at me.
590788.
დაბნელება | თავი 6
– სკოლაში გნახავთ.
- See you at school.
590789.
დაბნელება | თავი 6
მან ამოიხრა.
She sighed.
590790.
დაბნელება | თავი 6
პიკაპამდე მუხლების კანკალით მივედი, მაგრამ ქუჩა ცარიელი იყო.
I was jumpy on the way out to my truck, but the street was empty.
590791.
დაბნელება | თავი 6
გზაშიც სულ სარკეებში ვიყურებოდი, მაგრამ ვერცხლისფერი მანქანა არ გამოჩენილა.
I spent the whole drive glancing anxiously in all my mirrors, but there was never any sign of the silver car.
590792.
დაბნელება | თავი 6
მისი მანქანა არც ჩემი სახლის წინ იდგა, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა.
His car was not in front of the house, either, though that meant little.
590793.
დაბნელება | თავი 6
– ბელა? - – დამიძახა ჩარლიმ, როცა კარი შევაღე.
- Bella? - Charlie called when I opened the front door.
590794.
დაბნელება | თავი 6
მისაღებ ოთახში იჯდა ტელევიზორთან.
I found him in the living room, in front of the TV.
590795.
დაბნელება | თავი 6
– დღემ როგორ ჩაიარა?
- So, how was your day?
590796.
დაბნელება | თავი 6
– კარგად, – გადავწყვიტე, ყველაფერი მეამბა და თავად გამეხარებინა, რადგან მალე ბილი მაინც მოუყვებოდა.
- Good, - I said, might as well tell him everything — he’d hear it from Billy soon enough.
590797.
დაბნელება | თავი 6
– დღეს სამსახურში არ დავჭირდი და ლა-პუშში წავედი.
- They didn’t need me at work, so I went down to La Push.
590798.
დაბნელება | თავი 6
საკმარისად არ გაჰკვირვებია.
There wasn’t enough surprise in his face.
590799.
დაბნელება | თავი 6
ბილი უკვე ელაპარაკა.
Billy had already talked to him.
590800.
დაბნელება | თავი 6
– ჯეიკობი როგორ არის? – ვითომ გულგრილად მკითხა ჩარლიმ.
- How’s Jacob? - Charlie asked, attempting to sound indifferent.