მოიძებნა 668043 ჩანაწერი
590881.
დაბნელება | თავი 6
მე ნეიტრალური მხარე ვარ, შვეიცარია.
I am a neutral country, I am Switzerland.
590882.
დაბნელება | თავი 6
უარს ვამბობ ტერიტორიული უთანხმოების გამო ატეხილ მითოლოგიური არსებების კონფლიქტში ჩავერთო.
I refuse to be affected by territorial disputes between mythical creatures.
590883.
დაბნელება | თავი 6
ჯეიკობი ჩემი ოჯახის წევრია.
Jacob is family.
590884.
დაბნელება | თავი 6
შენ კი ჩემი მარადიული სიყვარული.
You are the love of my life.
590885.
დაბნელება | თავი 6
ჩემთვის სულერთია, ვინ არის მაქცია და ვინ – ვამპირი.
I don’t care who’s a werewolf and who’s a vampire.
590886.
დაბნელება | თავი 6
ანგელა რომ ალქაჯად იქცეს, ისიც ჩვენს რიგებს შემოუერთდება.
If Angela turns out to be a witch, she can join the party, too.
590887.
დაბნელება | თავი 6
თვალებმოჭუტული ჩუმად მისმენდა.
He stared at me silently through narrowed eyes.
590888.
დაბნელება | თავი 6
– შვეიცარია, – გავიმეორე.
- Switzerland, - I repeated.
590889.
დაბნელება | თავი 6
მცირე ხანს უხმოდ მომშტერებოდა, მერე ამოიოხრა.
He frowned at me, and then sighed.
590890.
დაბნელება | თავი 6
– ბელა, – დაიწყო, მაგრამ გაჩერდა და ცხვირი ზიზღით აიბზუა.
- Bella, - he began, but he paused, and his nose wrinkled in disgust.
590891.
დაბნელება | თავი 6
– ახლა რაღა მოხდა?
- What now?
590892.
დაბნელება | თავი 6
– არ გეწყინოს, მაგრამ ძაღლის სუნად ყარხარ, – მითხრა.
- Well don’t be offended, but you smell like a dog, - he told me.
590893.
დაბნელება | თავი 6
ალმაცერად ჩაიღიმა და მივხვდი, რომ კამათი დამთავრებული იყო.
And then he smiled crookedly, so I knew the fight was over.
590894.
დაბნელება | თავი 6
ედუარდი სანადიროდ უნდა დაბრუნებულიყო, პარასკევს ჯასპერთან, ემეტთან და კარლაილთან ერთად ჩრდილოეთ კალიფორნიის რომელიღაც ნაკრძალში აპირებდა წასვლას, სადაც პუმები სჭარბობდნენ.
Edward had to make up for the missed hunting trip, and so he was leaving Friday night with Jasper, Emmett, and Carlisle to hit some reserve in Northern California with a mountain lion problem.
590895.
დაბნელება | თავი 6
მაქციებთან ურთიერთობის შესახებ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ.
We’d come to no agreement on the werewolf issue.
590896.
დაბნელება | თავი 6
მიუხედავად ამისა, სანამ „ვოლვოს“ სახლში წასაყვანად წასული ედუარდი ფანჯრიდან ისევ უკან შემოძვრებოდა, დრო ვიხელთე და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე დავურეკე ჯეიკს იმის სათქმელად, რომ შაბათს ისევ ვინახულებდი.
I didn’t feel guilty calling Jake — during my brief window of opportunity when Edward took the Volvo home before climbing back in through my window — to let him know I’d be coming over on Saturday again.
590897.
დაბნელება | თავი 6
მორჩა, მალულად შეხვედრებს აღარ ვაპირებდი.
It wasn’t sneaking around.
590898.
დაბნელება | თავი 6
ედუარდმა ჩემი გრძნობების შესახებ ისედაც იცოდა.
Edward knew how I felt.
590899.
დაბნელება | თავი 6
თუ პიკაპს ისევ გამიფუჭებდა, მაშინ ჯეიკობი თვითონ მომაკითხავდა თავისი მანქანით.
And if he broke my truck again, then I’d have Jacob pick me up.
590900.
დაბნელება | თავი 6
ფორკსი ნეიტრალურად გამოცხადდა, შვეიცარიასავით – ჩემსავით.
Forks was neutral, just like Switzerland — just like me.