მოიძებნა 668043 ჩანაწერი
590941.
დაბნელება | თავი 6
ყველაფერი არც ისე ცუდად იყო, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ტყვედ ვიყავი.
It wasn’t so bad, except for the fact that I was being held against my will.
590942.
დაბნელება | თავი 6
ესმემ პორტ-ანჯელესიდან იტალიური საჭმელი მოიტანა, ელისს კი ჩემი საყვარელი ფილმების დისკები მოემარაგებინა.
Esme brought Italian food — the good stuff, all the way from Port Angeles — and Alice was prepared with my favorite movies.
590943.
დაბნელება | თავი 6
როზალიც ჩვენთან ერთად იყო, მაგრამ საერთო ფუსფუსში არ ერთვებოდა.
Even Rosalie was there, quietly in the background.
590944.
დაბნელება | თავი 6
ელისმა დაიჟინა, პედიკიური უნდა გაგიკეთოო, ეჭვი მაქვს, რომელიღაც სულელურ შოუში ნახა, მსგავს შემთხვევებში როგორ უნდა მოქცეულიყო.
Alice did insist on the pedicure, and I wondered if she was working from a list — maybe something she’d compiled from watching bad sitcoms.
590945.
დაბნელება | თავი 6
– რომელზე დაიძინებ?
- How late do you want to stay up?
590946.
დაბნელება | თავი 6
– დილით სკოლაში ვართ წასასვლელები.
- We have school in the morning.
590947.
დაბნელება | თავი 6
ის გაიბუტა.
She pouted.
590948.
დაბნელება | თავი 6
– სად უნდა დავიძინო?
- Where am I supposed to sleep, anyway?
590949.
დაბნელება | თავი 6
თვალით გავზომე პატარა დივანი.
I measured the couch with my eyes.
590950.
დაბნელება | თავი 6
– არ შეიძლება ჩემს სახლში ვიყო გამოკეტილი და იქ მიდარაჯო?
- Can’t you just keep me under surveillance at my house?
590951.
დაბნელება | თავი 6
– ეგრე რაღა ღამისთევა გამოვა?– უარის ნიშნად თავი გაიქნია ელისმა.
- What kind of a slumber party would that be?- Alice shook her head in exasperation.
590952.
დაბნელება | თავი 6
– ედუარდის ოთახში დაიძინებ.
- You’re sleeping in Edward’s room.
590953.
დაბნელება | თავი 6
ედუარდის შავი ტყავის დივანი ამაზე სულ ოდნავ გრძელი იყო.
His black leather sofa was longer than this one.
590954.
დაბნელება | თავი 6
თუმცა, მის ოთახში დაფენილი ოქროსფერი ხალიჩა იმდენად სქელი იყო, რომ იატაკზეც თავისუფლად დავწვებოდი.
Actually, the gold carpet in his room was probably thick enough that the floor wouldn’t be half bad either.
590955.
დაბნელება | თავი 6
– სახლიდან რომ ჩემი ნივთები წამოვიღო, არც ეს შეიძლება?
- Can I go back to my place to get my things, at least?
590956.
დაბნელება | თავი 6
– უკვე მოგვარებულია.
- Already taken care of.
590957.
დაბნელება | თავი 6
– შეიძლება, შენი ტელეფონით ვისარგებლო?
- Am I allowed to use your phone?
590958.
დაბნელება | თავი 6
– ჩარლიმ უკვე იცის, სადაც ხარ.
- Charlie knows where you are.
590959.
დაბნელება | თავი 6
– ჩარლისთან დარეკვას არც ვაპირებ, – მოვიღუშე.
- I wasn’t going to call Charlie, - I frowned.
590960.
დაბნელება | თავი 6
– უბრალოდ, ზოგიერთი გეგმა უნდა გავაუქმო.
- Apparently, I have some plans to cancel.