მოიძებნა 668043 ჩანაწერი
591281.
დაბნელება | თავი 7
მაშინაც კი, როცა ტანიას კლანს და ულამაზეს ქალებს შევხვდით დენალის ნაკრძალში, ედუარდს მათთვის ყურადღება არ მიუქცევია.
Even when we first met Tanya’s clan in Denali — all those females, Edward never showed the slightest preference.
591282.
დაბნელება | თავი 7
მერე კი შენ შეგხვდა.
And then he met you.
591283.
დაბნელება | თავი 7
როზალიმ დაბნეულად შემომხედა.
Rosalie looked at me with confused eyes.
591284.
დაბნელება | თავი 7
მე ყურადღება არ მიმიქცევია.
I was only half paying attention.
591285.
დაბნელება | თავი 7
– ბელა, იმის თქმა სულაც არ მინდოდა, რომ ლამაზი არ ხარ, – შეცდომაში შეიყვანა ჩემმა გამომეტყველებამ.
- Not that you aren’t pretty, Bella, - she said, misreading my expression.
591286.
დაბნელება | თავი 7
– უბრალოდ, მისთვის შენ უფრო მიმზიდველი გამოდექი, ვიდრე მე.
- But it just meant that he found you more attractive than me.
591287.
დაბნელება | თავი 7
მე კი ძალიან პატივმოყვარე ვარ.
I’m vain enough that I minded.
591288.
დაბნელება | თავი 7
– მაგრამ შენ თქვი „თავიდანო“.
- But you said ‘at first.
591289.
დაბნელება | თავი 7
ესე იგი, ახლა აღარ გაწუხებს?
That doesn’t still bother you, does it?
591290.
დაბნელება | თავი 7
ორივემ კარგად ვიცით, რომ შენ ყველაზე ლამაზი ქალი ხარ პლანეტაზე.
I mean, we both know you’re the most beautiful person on the planet.
591291.
დაბნელება | თავი 7
ჩემსავე სიტყვებზე გამეცინა, ეს ხომ ისედაც ცხადი იყო.
I laughed at having to say the words — it was so obvious.
591292.
დაბნელება | თავი 7
საკვირველია, რომ როზალის საკუთარ სილამაზეში ეჭვი ეპარებოდა.
How odd that Rosalie should need such reassurances.
591293.
დაბნელება | თავი 7
როზალისაც გაეცინა.
Rosalie laughed, too.
591294.
დაბნელება | თავი 7
– გმადლობ, ბელა, არა, უკვე აღარ მაწუხებს.
- Thanks, Bella, and no, it doesn’t really bother me anymore.
591295.
დაბნელება | თავი 7
ედუარდი ყოველთვის უცნაური იყო.
Edward has always been a little strange.
591296.
დაბნელება | თავი 7
– მაგრამ მე მაინც არ მოგწონვარ, არა? – დავიჩურჩულე.
- But you still don’t like me? - I whispered.
591297.
დაბნელება | თავი 7
სახიდან ღიმილი გაუქრა.
Her smile faded.
591298.
დაბნელება | თავი 7
ორივენი გავჩუმდით, ეტყობოდა, გაგრძელებას აღარ აპირებდა.
We sat in silence for a moment, and she didn’t seem inclined to go on.
591299.
დაბნელება | თავი 7
– შეგიძლია, მითხრა, რატომ?
- Would you tell me why?
591300.
დაბნელება | თავი 7
იქნებ იმაზე ბრაზობდა, რომ მის ოჯახს, მის ემეტს გამუდმებით საფრთხეში ვაგდებდი?
Was she angry that I’d put her family — her Emmett — in danger?