მოიძებნა 668043 ჩანაწერი
591261.
დაბნელება | თავი 7
თუ მისთვის ესეც ძალიან პირადულია?
Or was that too confidential?
591262.
დაბნელება | თავი 7
სიტყვები როზალის მელოდიურმა სიცილმა გამაწყვეტინა.
Rosalie’s musical laughter interrupted me.
591263.
დაბნელება | თავი 7
– ახლა თავს მართლა დამნაშავედ ვგრძნობ.
- Now I really feel guilty.
591264.
დაბნელება | თავი 7
მას ბევრად დიდი გულისხმიერება გამოუჩენია ჩემ მიმართ.
He’s been much, much kinder to me than I deserve.
591265.
დაბნელება | თავი 7
მომეჩვენა, რომ სიცილისას როზალის სახე გაუთბა, თითქოს გულგრილობის ნიღაბი მოიხსნაო.
Rosalie seemed warmer as she laughed, like she’d let down some guard that had never been absent in my presence before.
591266.
დაბნელება | თავი 7
– მაინც რა მატყუარაა ეს ბიჭი.
- What a liar that boy is.
591267.
დაბნელება | თავი 7
ისევ გაიცინა.
She laughed again.
591268.
დაბნელება | თავი 7
– მომატყუა?
- He was lying?
591269.
დაბნელება | თავი 7
– უფრო სწორად, ბოლომდე არ გაგიმხილა.
- He just didn’t tell you the whole story.
591270.
დაბნელება | თავი 7
რაც გითხრა, სიმართლეა, უწინდელზე მეტად ახლა შეეფერება სიმართლეს.
What he told you was true, even truer now than it was before.
591271.
დაბნელება | თავი 7
– მრცხვენია კიდეც ამის აღიარების, მოკლედ, თავიდან იმაზე ვეჭვიანობდი, რომ ჩემს თავს შენი არჩია.
- It’s embarrassing, you see, at first, I was mostly jealous because he wanted you and not me.
591272.
დაბნელება | თავი 7
მისი სიტყვების გაგონებაზე შიშის ჟრუანტელმა დამიარა.
Her words sent a thrill of fear through me.
591273.
დაბნელება | თავი 7
მთვარის შუქგადაფენილ როზალიზე ლამაზი ვერავინ წარმომედგინა.
Sitting there in the silver light, Rosalie was more beautiful than anything else I could imagine.
591274.
დაბნელება | თავი 7
მას კონკურენციას ვერასდროს გავუწევდი.
I could not compete with her.
591275.
დაბნელება | თავი 7
– მაგრამ, შენ ხომ ემეტი გიყვარს...– წავილუღლუღე.
- But you love Emmett... - I mumbled.
591276.
დაბნელება | თავი 7
თავი დამიქნია.
She shook her head.
591277.
დაბნელება | თავი 7
- იმ დღიდან მაღიზიანებს, რაც მისი ხმა გავიგონე.
- He’s irritated me from the first moment I heard him speak.
591278.
დაბნელება | თავი 7
უნდა გამიგო, მე მიჩვეული ვიყავი იმას, რომ ყველას მოვწონდი.
You have to understand, though I was so used to people wanting me.
591279.
დაბნელება | თავი 7
ედუარდი კი ოდნავადაც არ დაინტერესებულა ჩემით.
Edward wasn’t the least bit interested.
591280.
დაბნელება | თავი 7
თავიდან მწყინდა და თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი, მაგრამ მერე ვნახე, რომ არავინ არ აინტერესებდა და დავმშვიდდი.
It frustrated me, even offended me in the beginning, but he never wanted anyone, so it didn’t bother me long.