მოიძებნა 668043 ჩანაწერი
591581.
დაბნელება | თავი 8
როგორც კი ეს მოხდება, ჩვენ მათზე ნადირობას...
Once that’s established, when we find them again...
591582.
დაბნელება | თავი 8
– ჯეიკ, შენ ხომ უკვე დაარღვიე შეთანხმება?
- But, Jake, didn’t you break the treaty already?
591583.
დაბნელება | თავი 8
– განა ჩემთვის ვამპირების არსებობის გამხელა არ გეკრძალებოდა?
- Wasn’t part of it that you not tell people about the vampires?
591584.
დაბნელება | თავი 8
ჯეიკობს ჩემი შენიშვნა არ მოეწონა.
Jacob didn’t like the reminder.
591585.
დაბნელება | თავი 8
სევდიანი თვალები მტრულად აუელვარდა.
The pain in his eyes hardened into animosity.
591586.
დაბნელება | თავი 8
– ჰო, შეთანხმება დავარღვიე, ოღონდ მაშინ ამ ყველაფრის არ მჯეროდა.
- Yeah, I broke the treaty — back before I believed any of it.
591587.
დაბნელება | თავი 8
დარწმუნებული ვარ, მათ ეს იციან.
And I’m sure they were informed of that.
591588.
დაბნელება | თავი 8
შუბლზე მომშტერებოდა, ჩემს მზერას თვალს არიდებდა.
He glared at my forehead, not meeting my shamed gaze.
591589.
დაბნელება | თავი 8
– მაგრამ ეს მათ არანაირ უპირატესობას არ ანიჭებს.
- But it’s not like that gives them a freebie or anything.
591590.
დაბნელება | თავი 8
თუ ფიქრობენ, რომ დავაშავე, შეუძლიათ, თავს დაგვესხან.
They have only one option if they object to what I did.
591591.
დაბნელება | თავი 8
ზუსტად იმავეს ვიზამთ ჩვენც: თუკი შეთანხმებას დაარღვევენ, ომს დავიწყებთ.
The same option we’ll have when they break the treaty: to start the war.
591592.
დაბნელება | თავი 8
გამაჟრჟოლა.
I shuddered.
591593.
დაბნელება | თავი 8
მან კბილები გააღრჭიალა.
His teeth ground together.
591594.
დაბნელება | თავი 8
– ნუთუ არასდროს მაპატიებ, ჯეიკობ? – დავიჩურჩულე.
- Will you never forgive me, Jacob? - I whispered.
591595.
დაბნელება | თავი 8
მაშინვე ვინანე, რომ ვკითხე, რადგან მისი პასუხის მოსმენა არ მინდოდა.
As soon as I said the words, I wished I hadn’t, I didn’t want to hear his answer.
591596.
დაბნელება | თავი 8
– შენ ბელა აღარ იქნები, – მითხრა.
- You won’t be Bella anymore, - he told me.
591597.
დაბნელება | თავი 8
– ჩემი მეგობარი აღარ იარსებებს.
- My friend won’t exist.
591598.
დაბნელება | თავი 8
– მაშ, მემშვიდობები, ჯეიკ?
- Is this goodbye then, Jake?
591599.
დაბნელება | თავი 8
– რატომ, ჩვენ ხომ წინ კიდევ რამდენიმე წელი გვაქვს?
- Why, we still have a few years.?
591600.
დაბნელება | თავი 8
არ შეიძლება, მანამდე ვიმეგობროთ?
Can’t we be friends until we’re out of time?