მოიძებნა 668043 ჩანაწერი
591521.
დაბნელება | თავი 8
იმდენი წრე დავარტყით ლა-პუშს, სანამ მოტოციკლეტები ერთიანად ტალახით არ მოვთხვარეთ.
We rode our motorcycles on the back roads around La Push until the rain made them too muddy.
591522.
დაბნელება | თავი 8
ჯეიკობმა დაიჟინა, თუ არ წავიხემსებ, გული წამივაო და მასთან სახლში დავბრუნდით.
Jacob insisted that he was going to pass out if he didn’t eat soon.
591523.
დაბნელება | თავი 8
ბილი ისე უბრალოდ მომესალმა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
Billy greeted me easily when we got to the house, as if my sudden reappearance meant nothing.
591524.
დაბნელება | თავი 8
ჯეიკობის მომზადებული სენდვიჩები მივირთვით, ნასადილევს გარაჟში წავედით და მოტოციკლეტები გავრეცხეთ.
After we ate the sandwiches Jacob made, we went out to the garage and I helped him clean up the bikes.
591525.
დაბნელება | თავი 8
ედუარდის დაბრუნების შემდეგ, ანუ ჯეიკობთან ჩემი ბოლო სტუმრობიდან უკვე მეორე თვე იწურებოდა, მაგრამ თავს მაინც შინაურულად ვგრძნობდი.
I hadn’t been here in months — since Edward had returned — but there was no sense of import to it.
591526.
დაბნელება | თავი 8
ერთი ჩვეულებრივი დღე იყო მის გარაჟში.
It was just another afternoon in the garage.
591527.
დაბნელება | თავი 8
– კარგია აქ ყოფნა, – აღვნიშნე, როცა ჯეიკობმა გამთბარი კოლა ამოიღო ჩანთიდან.
- This is nice, - I commented when he pulled the warm sodas from the grocery bag.
591528.
დაბნელება | თავი 8
– აქაურობა მენატრებოდა.
- I’ve missed this place.
591529.
დაბნელება | თავი 8
ჯეიკობმა გამიღიმა და პლასტიკატის ჭერს ახედა.
Jacob smiled, looking around at the plastic sheds bolted together over our heads.
591530.
დაბნელება | თავი 8
– შენი მესმის.
- I can understand that.
591531.
დაბნელება | თავი 8
აქ ხომ ტაჯ-მაჰალის ბრწყინვალებით უფასოდ ტკბობის საშუალება გაქვს, ინდოეთში გამგზავრების გარეშე.
All the splendor of the Taj Mahal, without the inconvenience and expense of traveling to India.
591532.
დაბნელება | თავი 8
– ვაშინგტონის შტატის პატარა ტაჯ-მაჰალს გაუმარჯოს, – წარმოვთქვი და ჩემი ქილა ავწიე.
- To Washington’s little Taj Mahal, - I toasted, holding up my can.
591533.
დაბნელება | თავი 8
თავისი ქილა მომიჭახუნა.
He touched his can to mine.
591534.
დაბნელება | თავი 8
– გახსოვს ვალენტინობის დღე?
- Do you remember last Valentine’s Day?
591535.
დაბნელება | თავი 8
მგონი, ბოლოს აქ მაშინ იყავი - მაშინ ყველაფერი ჯერ კიდევ ნორმალურად იყო.
I think that was the last time you were here — the last time when things were still normal, I mean.
591536.
დაბნელება | თავი 8
გამეცინა.
I laughed.
591537.
დაბნელება | თავი 8
– როგორ არ მახსოვს, ერთი ყუთი გულის ფორმის კანფეტების სანაცვლოდ სიცოცხლის ბოლომდე მონობას დავთანხმდი.
- Of course I remember, I traded a lifetime of servitude for a box of conversation hearts.
591538.
დაბნელება | თავი 8
– ამას რა დამავიწყებს.
- That’s not something I’m likely to forget.
591539.
დაბნელება | თავი 8
მასაც გაეცინა.
He laughed with me.
591540.
დაბნელება | თავი 8
– კარგ რამეზე უნდა ვიფიქრო.
- I’ll have to think of something good.