მოიძებნა 668043 ჩანაწერი
592161.
დაბნელება | თავი 9
– ნუ სულელობ.
- Don’t be stupid.
592162.
დაბნელება | თავი 9
თავს როგორმე მივხედავ.
I can take care of myself.
592163.
დაბნელება | თავი 9
გთხოვ, თუ უსაფრთხოებასა და მსგავს სისულელეებზე ჩამოაგდებს სიტყვას, არ დაუჯერო.
He’s prejudiced, so don’t let him give you any crap about safety.
592164.
დაბნელება | თავი 9
ჩემსავით მშვენივრად იცის, რომ აქ უსაფრთხოდ იქნები.
He knows as well as I do that you’d be safe here.
592165.
დაბნელება | თავი 9
– მალე გნახავ, – მითხრა ჯეიკობმა.
- See you in a few, - Jacob said.
592166.
დაბნელება | თავი 9
– ჩემთან მოდიხარ?
- You’re coming up?
592167.
დაბნელება | თავი 9
– შენი სტუმრის სუნი უნდა დავიმახსოვრო, რომ თუ ისევ დაბრუნდება, კვალის აღება შევძლოთ.
- I’m going to get the scent of your visitor so we can track him if he comes back.
592168.
დაბნელება | თავი 9
– ჯეიკ, სულ არ მომწონს, რომ მის დევნას აპირებ...
- Jake, I really don’t like the idea of you tracking...
592169.
დაბნელება | თავი 9
– ოჰ, კარგი რა, ბელა, – გამაწყვეტინა.
- Oh please, Bella, - he interrupted.
592170.
დაბნელება | თავი 9
შემდეგ ყურმილი დაკიდა.
Then he hung up.
592171.
დაბნელება | თავი 10
რა ბავშვური საქციელია.
IT WAS ALL VERY CHILDISH.
592172.
დაბნელება | თავი 10
ვითომ რატომ უნდა წასულიყო ედუარდი იმის გამო, რომ ჯეიკობი მოდიოდა?
WHY ON EARTH SHOULD Edward have to leave for Jacob to come over?
592173.
დაბნელება | თავი 10
– იმიტომ კი არ მივდივარ, რომ მის მიმართ მტრულად ვარ განწყობილი, ბელა, უბრალოდ, ორივესთვის ასე უკეთესია, – მითხრა ედუარდმა.
- It’s not that I feel any personal antagonism toward him, Bella, it’s just easier for both of us, - Edward told me.
592174.
დაბნელება | თავი 10
– შორს არ წავალ.
- I won’t be far away.
592175.
დაბნელება | თავი 10
უსაფრთხოდ იქნები.
You’ll be safe.
592176.
დაბნელება | თავი 10
– მაგაზე საერთოდ არ ვღელავ.
- I’m not worried about that.
592177.
დაბნელება | თავი 10
გამიღიმა და თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.
He smiled, and then a sly look came into his eye.
592178.
დაბნელება | თავი 10
ჩამიხუტა, ცხვირი ჩემს თმაში ჩარგო.
He pulled me close, burying his face in my hair.
592179.
დაბნელება | თავი 10
მისი გრილი სუნთქვისგან კისერზე დამბურძგლა.
I could feel his cool breath raised goose bumps on my neck.
592180.
დაბნელება | თავი 10
– მალე დავბრუნდები, – მითხრა და ისე გაიცინა, თითქოს რამე ანეკდოტი მეთქვას.
- I’ll be right back, - he said, and then he laughed aloud as if I’d just told a good joke.