მოიძებნა 668043 ჩანაწერი
592181.
დაბნელება | თავი 10
– რა გაცინებს?
- What’s so funny?
592182.
დაბნელება | თავი 10
ედუარდმა პასუხად მხოლოდ გამიღიმა და ხეებისკენ ისკუპა.
Edward just grinned and loped off toward the trees without answering.
592183.
დაბნელება | თავი 10
ბუზღუნით წავედი სამზარეულოს მისალაგებლად.
Grumbling to myself, I went to clean up the kitchen.
592184.
დაბნელება | თავი 10
ნიჟარას წყლით ვავსებდი, როცა ზარმა დარეკა.
Before I even had the sink full of water, the doorbell rang.
592185.
დაბნელება | თავი 10
ვერაფრით მივეჩვიე, რომ ჯეიკობი მანქანის გარეშე უფრო სწრაფად მოძრაობდა.
It was hard to get used to how much faster Jacob was without his car.
592186.
დაბნელება | თავი 10
– შემოდი, ჯეიკობ! – დავუძახე.
- Come in, Jake! - I shouted.
592187.
დაბნელება | თავი 10
ჭურჭლის ქაფიან წყალში ჩაწყობით გართულს, სულ გადამავიწყდა, რომ ჯეიკობს ძალიან ჩუმად შეეძლო სიარული.
I was concentrating on piling the dishes into the bubbly water, and I’d forgotten that Jacob moved like a ghost these days.
592188.
დაბნელება | თავი 10
ამიტომ, როცა ზურგს უკან მისი ხმა გავიგონე, შევხტი.
So it made me jump when his voice was suddenly there behind me.
592189.
დაბნელება | თავი 10
– კარს რატომ არ კეტავ ხოლმე?
- Should you really leave your door unlocked like that?
592190.
დაბნელება | თავი 10
შემკრთალმა, აქაფებული წყალი ზედ გადავისხი.
I’d slopped myself with the dishwater when he’d startled me.
592191.
დაბნელება | თავი 10
– ისეთი მტერი არავინ მყავს, ვისაც ჩაკეტილი კარი შეაჩერებს, – ხელები ჭურჭლის საწმენდ ტილოზე შევიწმინდე.
- I’m not worried about anyone who would be deterred by a locked door, - I said while I wiped the front of my shirt with a dishtowel.
592192.
დაბნელება | თავი 10
– სწორი შენიშვნაა, – დამეთანხმა ჯეიკობი.
- Good point, - Jacob agreed.
592193.
დაბნელება | თავი 10
მისკენ შევტრიალდი და კრიტიკულად შევათვალიერე.
I turned to look at him, eyeing him critically.
592194.
დაბნელება | თავი 10
– ჯეიკობ, ნუთუ ასეთი რთულია, რომ ჩაიცვა?
- Is it really so impossible to wear clothes, Jacob?
592195.
დაბნელება | თავი 10
როგორც ყოველთვის, ჯეიკობი წელს ზევით შიშველი იყო, მხოლოდ გადაჭრილი ჯინსის შორტი ეცვა.
Once again, Jacob was bare-chested, wearing nothing but a pair of old cut-off jeans.
592196.
დაბნელება | თავი 10
გულში გავიფიქრე, ეტყობა, თავისი დაკუნთული ტანით იმდენად ამაყობს, უნდა ყველას დაანახვოს-მეთქი.
Secretly, I wondered if he was just so proud of his new muscles that he couldn’t stand to cover them up.
592197.
დაბნელება | თავი 10
უნდა ვაღიარო, რომ სანახაობა მართლაც შთამბეჭდავი იყო.
I had to admit, they were impressive.
592198.
დაბნელება | თავი 10
– ვიცი, რომ აღარ გცივა, მაგრამ მაინც.
- I know you don’t get cold anymore, but still.
592199.
დაბნელება | თავი 10
– ასე უფრო მოსახერხებელია, – ამიხსნა.
- It’s just easier, - he explained.
592200.
დაბნელება | თავი 10
– რაა მოსახერხებელი?
- What’s easier?