მოიძებნა 668043 ჩანაწერი
592521.
დაბნელება | თავი 10
მართალია, ედუარდმა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, როცა ვუთხარი, რასაც ვაპირებდი, მაგრამ მომეჩვენა, რომ მის თვალებში შიშმა გაიელვა.
Edward only nodded when I explained what I wanted, but I thought I saw a flicker of consternation in his eyes.
592522.
დაბნელება | თავი 10
ჩარლის მსგავსად, დიდად არც მას მოსწონდა მოტოციკლეტები, განსაკუთრებით, თუ ამ მოტოციკლეტზე მე ვიჯექი.
I knew he was no happier about the idea of me on a motorcycle than Charlie was.
592523.
დაბნელება | თავი 10
ედუარდს სახლში გავყევი, რათა გარაჟიდან მოტოციკლეტი გამოგვეყვანა.
I followed Edward back to his house, to the garage where I’d left the bike.
592524.
დაბნელება | თავი 10
თუმცა, როცა პიკაპი გარაჟში გავაჩერე და მანქანიდან გადმოვედი, მივხვდი, რომ ედუარდი მხოლოდ ჩემს უსაფრთხოებაზე არ შიშობდა.
It wasn’t until I pulled the truck in and got out that I realized the consternation might not be entirely about my safety this time.
592525.
დაბნელება | თავი 10
ჩემი პატარა ძველი მოტოციკლეტის გვერდით ახალი ტრანსპორტი იდგა.
Next to my little antique motorcycle, overshadowing it, was another vehicle.
592526.
დაბნელება | თავი 10
დიახ, ტრანსპორტი, რადგან იმ ბუმბერაზი მანქანისთვის მოტოციკლეტის წოდება დიდი უსამართლობა იქნებოდა, ის აშკარად უფრო მაღალი კლასისა იყო, ვიდრე ჩემი ჯაბახანა მოტოციკლეტი.
To call this other vehicle a motorcycle hardly seemed fair, since it didn’t seem to belong to the same family as my suddenly shabby-looking bike.
592527.
დაბნელება | თავი 10
– ეს რა არის?
- What is that?
592528.
დაბნელება | თავი 10
– არაფერი, – ჩაიბუტბუტა ედუარდმა.
- Nothing, - Edward murmured.
592529.
დაბნელება | თავი 10
– ეს „არაფერს“ არ ჰგავს.
- It doesn’t look like nothing.
592530.
დაბნელება | თავი 10
ედუარდმა ფრთხილად შემომხედა, აშკარად არ სურდა კამათში აყოლა.
Edward’s expression was casual; he seemed determined to blow it off.
592531.
დაბნელება | თავი 10
– საქმე ისაა, რომ არ ვიცოდი, შენს მეგობარს შეურიგდებოდი თუ არა, ან ის თუ შეგირიგდებოდა, ამიტომაც ვიფიქრე, რაკი ასე უყვარს, ალბათ ოდესმე ისევ მოინდომებს მოტოციკლეტით რბოლას.
- Well, I didn’t know if you were going to forgive your friend, or he you, and I wondered if you would still want to ride your bike anyway.
592532.
დაბნელება | თავი 10
და მეც მასთან ერთად ვივლი-მეთქი.
I thought I could go with you, if you wished.
592533.
დაბნელება | თავი 10
მხრები აიჩეჩა ედუარდმა.
Edward shrugged.
592534.
დაბნელება | თავი 10
ლამაზ მოტოციკლეტს მივაშტერდი.
I stared at the beautiful machine.
592535.
დაბნელება | თავი 10
მის გვერდით ჩემი მოტოციკლეტი სამთვლიან ველოსიპედს ჰგავდა.
Beside it, my bike looked like a broken tricycle.
592536.
დაბნელება | თავი 10
მოულოდნელად სევდამ მომიცვა, ალბათ მეც ზუსტად ასე გამოვიყურებოდი ედუარდის გვერდით.
I felt a sudden wave of sadness when I realized that this was not a bad analogy for the way I probably looked next to Edward.
592537.
დაბნელება | თავი 10
– მერედა, შენ რომ ვერ დაგეწევი, – დავიჩურჩულე.
- I wouldn’t be able to keep up with you, - I whispered.
592538.
დაბნელება | თავი 10
– არა, თუ ერთად ვიქნებით.
- Of course it would, if we were together.
592539.
დაბნელება | თავი 10
ტუჩზე ვიკბინე და ერთი წუთით წარმოვიდგინე ეს სურათი.
I bit my lip and imagined it for a moment.
592540.
დაბნელება | თავი 10
– ედუარდ, რბოლისას შემთხვევით სიჩქარეს რომ გადავაჭარბო და მოტოციკლეტზე კონტროლი დავკარგო, რას იზამ?
- Edward, if you thought I was going too fast or losing control of the bike or something, what would you do?