მოიძებნა 668043 ჩანაწერი
592541.
დაბნელება | თავი 10
შეყოყმანდა, უთუოდ სწორ პასუხს ეძებდა, მაგრამ მე უკვე ვიცოდი სიმართლე: ედუარდი მანამდე გადამარჩენდა, სანამ დავიმტვრეოდი.
He hesitated, obviously trying to find the right answer, I knew the truth: he’d find some way to save me before I crashed.
592542.
დაბნელება | თავი 10
– აი, თურმე რით ერთობით შენ და ჯეიკობი!
- This is something you do with Jacob.
592543.
დაბნელება | თავი 10
ახლა ყველაფერი გასაგებია.
I see that now.
592544.
დაბნელება | თავი 10
– კარგი, ნუ ღელავ, – მითხრა ედუარდმა და ლაღად გაიცინა.
- Don’t worry about it, - Edward said, and then he laughed lightly.
592545.
დაბნელება | თავი 10
– შევამჩნიე, რომ ჯასპერმაც დაადგა თვალი.
- I saw Jasper admiring it.
592546.
დაბნელება | თავი 10
მით უმეტეს, რომ ელისსაც ახალი „პორშე“ ჰყავს.
After all, Alice has her Porsche now.
592547.
დაბნელება | თავი 10
უცებ ტუჩებზე მაკოცა და გამაწყვეტინა.
He interrupted me with a quick kiss.
592548.
დაბნელება | თავი 10
– გითხარი, ნუ ღელავ-მეთქი.
- I said not to worry.
592549.
დაბნელება | თავი 10
შეგიძლია, რაღაც გააკეთო ჩემთვის?
But would you do something for me?
592550.
დაბნელება | თავი 10
– რაც გინდა, – სასწრაფოდ შევპირდი.
- Whatever you need, - I promised quickly.
592551.
დაბნელება | თავი 10
ხელი გამიშვა და დიდი მოტოციკლეტის უკან გადანახული ორი ნივთი აიღო.
He dropped my face and leaned over the far side of the big motorcycle, retrieving something he had stashed there.
592552.
დაბნელება | თავი 10
ერთი შავი და უფორმო იყო, ხოლო მეორე – წითელი და ადვილად ამოსაცნობი.
He came back with one object that was black and shapeless, and another that was red and easily identifiable.
592553.
დაბნელება | თავი 10
– გთხოვ? – მითხრა და ალმაცერად ჩაიღიმა, ამ ღიმილს ვერასდროს ვუძლებდი.
- Please? - he asked, flashing the crooked smile that always destroyed my resistance.
592554.
დაბნელება | თავი 10
წითელი ჩაფხუტი გამოვართვი და ხელებში ავათამაშე.
I took the red helmet, weighing it in my hands.
592555.
დაბნელება | თავი 10
შავი ნივთი მკლავზე გადაიკიდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
He threw the black thing, whatever it was, over his arm and then took my face in his hands.
592556.
დაბნელება | თავი 10
– ახლა ის მიჭირავს ხელებში, ვის გარეშეც სიცოცხლე არ შემიძლია.
- There are things between my hands right now that I can’t live without.
592557.
დაბნელება | თავი 10
გთხოვ, გაუფრთხილდი მას.
You could take care of them.
592558.
დაბნელება | თავი 10
ეგ მეორე რაღაა? – ვკითხე დაეჭვებულმა.
What’s that other thing? - I asked suspiciously.
592559.
დაბნელება | თავი 10
გაიცინა და რბილი ქურთუკი დამანახვა.
He laughed and shook out some kind of padded jacket.
592560.
დაბნელება | თავი 10
– მოტოციკლეტის ქურთუკია.
- It’s a riding jacket.