მოიძებნა 668043 ჩანაწერი
592981.
დაბნელება | თავი 11
მიმქრალი კოცონის მეორე მხარეს მჯდარი სეთ ქლიარუოტერი სახეგაბრწყინებული უყურებდა დანარჩენ ტომის მცველებს და თავს იქნევდა.
Across the dying fire, Seth Clearwater — his eyes wide with adulation for the fraternity of tribal protectors — nodded his agreement.
592982.
დაბნელება | თავი 11
ბილიმ ხმადაბლა ჩაიხითხითა და ირგვლივ გამეფებული იდუმალებაც ნაკვერჩხლებთან ერთად მიიბჟუტა.
Billy chuckled, low and long, and the magic seemed to fade into the glowing embers.
592983.
დაბნელება | თავი 11
ჯარედმა პატარა ქვა ესროლა ქვილს და ყველას გაეცინა, როცა ის მოულოდნელობისაგან შეხტა.
Jared flicked a small stone at Quil, and everyone laughed when it made him jump.
592984.
დაბნელება | თავი 11
გარშემო ბუტბუტი გაისმა.
Low conversations murmured around us.
592985.
დაბნელება | თავი 11
ლეა ქლიარუოტერს თვალები არ გაუხელია.
Leah Clearwater’s eyes did not open.
592986.
დაბნელება | თავი 11
მომეჩვენა, რომ მის ლოყაზე ცრემლი აბრჭყვიალდა, მაგრამ ორიოდე წამის შემდეგ აღარაფერი ეტყობოდა.
I thought I saw something sparkling on her cheek like a tear, but when I looked back a moment later it was gone.
592987.
დაბნელება | თავი 11
არც მე და არც ჯეიკობს ხმა არ ამოგვიღია.
Neither Jacob nor I spoke.
592988.
დაბნელება | თავი 11
ის გაუნძრევლად იჯდა ჩემ გვერდით, ისე ღრმად და თანაბრად სუნთქავდა, ვიფიქრე, ჩაეძინა-მეთქი.
He was so still beside me, his breath so deep and even, that I thought he might be close to sleep.
592989.
დაბნელება | თავი 11
აზრებით ათასი წლის წინანდელ წარსულში დავქროდი.
My mind was a thousand years away.
592990.
დაბნელება | თავი 11
მე არ ვფიქრობდი იაჰა უტასა და სხვა მგლებზე; არც ცივკანიან ქალზე, რომლის წარმოდგენაც ჩემთვის ადვილზე ადვილი იქნებოდა.
I was not thinking of Yaha Uta or the other wolves, or the beautiful Cold Woman, could picture her only too easily.
592991.
დაბნელება | თავი 11
არა, მე იმაზე ვფიქრობდი, ვისაც მაგიასთან არანაირი კავშირი არ გააჩნდა.
No, I was thinking of someone outside the magic altogether.
592992.
დაბნელება | თავი 11
იმ უსახელო ქალის სახის წარმოდგენას ვცდილობდი, ვინც მთელი ტომი გადაარჩინა.
I was trying to imagine the face of the unnamed woman who had saved the entire tribe.
592993.
დაბნელება | თავი 11
ვიღაცამ შემანჯღრია.
Something shook my arm.
592994.
დაბნელება | თავი 11
– ბელა, გაიღვიძე! – ჩამძახა ჯეიკობმა ყურში.
- C’mon, Bells! - Jacob said in my ear.
592995.
დაბნელება | თავი 11
– მოვედით.
- We’re here.
592996.
დაბნელება | თავი 11
თვალები დავახამხამე, რადგან კოცონი გამქრალიყო.
I blinked, confused because the fire seemed to have disappeared.
592997.
დაბნელება | თავი 11
მოულოდნელად ჩამოწოლილ ბნელს მივაშტერდი, ვერ გავერკვიე, სად ვიყავი.
I glared into the unexpected darkness, trying to make sense of my surroundings.
592998.
დაბნელება | თავი 11
წუთის შემდეგ მივხვდი, რომ გორაკის თხემზე აღარ ვიმყოფებოდი.
It took me a minute to realize that I was no longer on the cliff.
592999.
დაბნელება | თავი 11
მე და ჯეიკობი ერთად ვისხედით.
Jacob and I were alone.
593000.
დაბნელება | თავი 11
ჩემთვის მკლავი ჰქონდა გადახვეული, ოღონდ მიწაზე აღარ.
I was still under his arm, but I wasn’t on the ground anymore.