მოიძებნა 668043 ჩანაწერი
592961.
დაბნელება | თავი 11
ესეც კმაროდა.
It was enough.
592962.
დაბნელება | თავი 11
დროდადრო რომელიმე სისხლისმსმელი შემოეხეტებოდა ხოლმე ამ მხარეში, მაგრამ მგელკაცები მოულოდნელად თავს ესხმოდნენ და ანადგურებდნენ.
Occasionally a blood drinker would come through these lands, but they were taken by surprise, not expecting the wolves.
592963.
დაბნელება | თავი 11
ზოგჯერ მგლებიც იხოცებოდნენ.
Sometimes wolves would die.
592964.
დაბნელება | თავი 11
მათ ცივკანიანებთან ბრძოლა ისწავლეს და ცოდნას მგლიდან მგელს, სულიდან სულს, მამიდან ძეს გადასცემდნენ.
They’d learned how to fight the cold ones, and they passed the knowledge on, wolf mind to wolf mind, spirit to spirit, father to son.
592965.
დაბნელება | თავი 11
დრო გადიოდა და ტაჰა აკის შთამომავლობა დავაჟკაცებისას მგლებად აღარ იქცეოდა.
Time passed, and the descendants of Taha Aki no longer became wolves when they reached manhood.
592966.
დაბნელება | თავი 11
მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში, როცა ახლომახლო ცივკანიანი გაჩნდებოდა, მგლები ბრუნდებოდნენ.
Only in a great while, if a cold one was near, would the wolves return.
592967.
დაბნელება | თავი 11
ცივკანიანები მხოლოდ თითო-თითოდ ან წყვილ-წყვილად დაეხეტებოდნენ, ამიტომ მგლების ხროვაც ყოველთვის მცირერიცხოვანი იყო.
The cold ones always came in ones and twos, and the pack stayed small.
592968.
დაბნელება | თავი 11
ერთხელდიდი ოჯახი გამოჩნდა, თქვენი დიდი ბაბუები მათთან საბრძოლველად ემზადებოდნენ.
A bigger coven came, and your own great-grandfathers prepared to fight them off.
592969.
დაბნელება | თავი 11
თუმცა, მათი ოჯახის უფროსი ეფრაიმ ბლექს ადამიანივით დაელაპარაკა და აღუთქვა, ქვილიუტებს არაფერს დავუშავებთო.
But the leader spoke to Ephraim Black as if he were a man, and promised not to harm the Quileutes.
592970.
დაბნელება | თავი 11
მისი ოქროსფერი თვალები მის სიტყვებს მოწმობდა, ამბობდა, რომ სხვა სისხლისმსმელებს არ ვგავართო.
His strange yellow eyes gave some proof to his claim that they were not the same as other blood drinkers.
592971.
დაბნელება | თავი 11
ისინი მგლებზე მეტნი იყვნენ, არანაირი საჭიროება არ ჰქონიათ მგლებთან დაზავებისა, რადგან ბრძოლაში უეჭველად გაიმარჯვებდნენ.
The wolves were outnumbered, there was no need for the cold ones to offer a treaty when they could have won the fight.
592972.
დაბნელება | თავი 11
ეფრაიმი დასთანხმდა.
Ephraim accepted.
592973.
დაბნელება | თავი 11
ისინი პირობას დღემდე პირნათლად ასრულებენ, მაგრამ მათი აქ ყოფნა სხვა მათ მსგავსებსაც იზიდავს.
They’ve stayed true to their side, though their presence does tend to draw in others.
592974.
დაბნელება | თავი 11
მოხუცმა ქვილმა დანაოჭებულ ქუთუთოებსა და უპეებში ლამის ჩაკარგული შავი თვალები წამით მე მომაპყრო.
Old Quil said, and for one moment his black eyes, all but buried in the wrinkles of skin folded around them, seemed to rest on me.
592975.
დაბნელება | თავი 11
– გარდა ტაჰა აკის დროისა, – დაამატა და ამოიოხრა.
- Except, in Taha Aki’s time, - he said, and then he sighed.
592976.
დაბნელება | თავი 11
– ახლა კი ჩვენი ტომის ვაჟებმა უნდა ატარონ ეს ტვირთი და მამების მსგავსად, ჩვენს დაცვაზე გადადონ თავები.
- And so the sons of our tribe again carry the burden and share the sacrifice their fathers endured before them.
592977.
დაბნელება | თავი 11
დიდი ხნით ყველა გაჩუმდა.
All was silent for a long moment.
592978.
დაბნელება | თავი 11
ჯადოსნური ლეგენდების ცოცხალი შთამომავლები ერთმანეთს მოწყენილები მიაშტერდნენ.
The living descendants of magic and legend stared at one another across the fire with sadness in their eyes.
592979.
დაბნელება | თავი 11
– ტვირთი? – ჩაიცინა მან ხმადაბლა.
- Burden? - he scoffed in a low voice.
592980.
დაბნელება | თავი 11
– მე კი მგონია, რომ ძალიან მაგარი რამაა.
- I think it’s cool.