მოიძებნა 668043 ჩანაწერი
592921.
დაბნელება | თავი 11
როგორც კი ეს ამბავი გაიგო, იაჰა უტა მგლად გადაიქცა.
Yaha Uta transformed into his spirit wolf as soon as he heard the news.
592922.
დაბნელება | თავი 11
სისხლისმსმელთან შესაბრძოლებლად მარტო გაიქცა.
He went to destroy the blood drinker alone.
592923.
დაბნელება | თავი 11
ტაჰა აკი, მისი ვაჟები, მესამე ცოლი და დანარჩენი უხუცესები უკან გაეკიდნენ.
Taha Aki, his third wife, his sons, and his elders followed behind him.
592924.
დაბნელება | თავი 11
თავიდან არსება ვერ იპოვეს, მხოლოდ მისი საზარელი თავდასხმის კვალი დაინახეს.
At first they could not find the creature, only the evidence of her attack.
592925.
დაბნელება | თავი 11
სადაც კი გაევლო, ყველგან ძვლებგადამტვრეული გვამები ეყარა, ზოგი სისხლისგან იყო დაცლილი.
Bodies lay broken, a few drained of blood, strewn across the road where she’d appeared.
592926.
დაბნელება | თავი 11
უცებ სანაპიროდან კივილი მოესმათ და იქით გაიქცნენ.
Then they heard the screams and hurried to the harbor.
592927.
დაბნელება | თავი 11
რამდენიმე ქვილიუტი ნავში ჩამსხდარიყო და გაქცევას ცდილობდა.
A handful of the Quileutes had run to the ships for refuge.
592928.
დაბნელება | თავი 11
ქალი ზვიგენივით გაეკიდა და ნავს მთელი ძალით დაეტაკა.
The woman swam after them like a shark, and broke the bow of their boat with her strength.
592929.
დაბნელება | თავი 11
როცა ნავი ჩაიძირა, სხვები დაინახა, გამოუდგა და ისინიც დახოცა.
When the ship sank, she caught those trying to swim away and broke them, too.
592930.
დაბნელება | თავი 11
ქალმა ნაპირზე დიდი მგელი დაინახა, სხვების დევნას შეეშვა.
The woman saw the great wolf on the shore, and she forgot the fleeing swimmers.
592931.
დაბნელება | თავი 11
ისე სწრაფად გამოცურა, რომ თვალის დახამხამებაში უკვე ნაპირზე იდგა, იაჰა უტას წინ გადაუდგა.
She swam so fast she was a blur and came, dripping and glorious, to stand before Yaha Uta.
592932.
დაბნელება | თავი 11
თეთრი თითი მიუშვირა და გაუგებარ ენაზე ჰკითხა რაღაც.
She pointed at him with one white finger and asked another incomprehensible question.
592933.
დაბნელება | თავი 11
იაჰა უტა გაუნძრევლად ელოდებოდა.
Yaha Uta waited.
592934.
დაბნელება | თავი 11
ქალი მისი ამხანაგივით ძლიერი არ იყო, მაგრამ იაჰა უტას დამხმარე არავინ ჰყავდა და ქალის მრისხანება მხოლოდ მას დაატყდა თავს.
The woman was not the warrior her mate had been, but Yaha Uta was alone — there was no one to distract her fury from him.
592935.
დაბნელება | თავი 11
როცა იაჰა უტა დამარცხდა და დაიღუპა, განრისხებულმა ტაჰა აკიმ შეჰყმუვლა.
When Yaha Uta lost, Taha Aki screamed in defiance.
592936.
დაბნელება | თავი 11
წინ გადახტა და მოხუც, თეთრდრუნჩიან მგლად იქცა.
He limped forward and shifted into an ancient, white-muzzled wolf.
592937.
დაბნელება | თავი 11
ტაჰა აკი დიადი სული იყო და მიუხედავად სიბერისა, მრისხანებამ ძალა შთაბერა.
The wolf was old, but this was Taha Aki the Spirit Man, and his rage made him strong.
592938.
დაბნელება | თავი 11
ბრძოლა თავიდან დაიწყო.
The fight began again.
592939.
დაბნელება | თავი 11
ტაჰა აკის მესამე ცოლმა დაინახა, როგორ მოუკლეს ვაჟიშვილი.
Taha Aki’s third wife had just seen her son die before her.
592940.
დაბნელება | თავი 11
ახლა მის თვალწინ მისი ქმარი იბრძოდა და დიდი იმედი არ ჰქონდა, რომ გაიმარჯვებდა.
Now her husband fought, and she had no hope that he could win.