მოიძებნა 668043 ჩანაწერი
593501.
დაბნელება | თავი 13
შეყოვნების გარეშე გააგრძელა.
He went on without a pause.
593502.
დაბნელება | თავი 13
– ისე ნუ გაიგებ, თითქოს სამხრეთში დიდად განიცდიდნენ, ადამიანების ყურადღებას მიიპყრობენ თუ არა.
- Not that the covens in the South care much for what the humans notice or do not.
593503.
დაბნელება | თავი 13
სინამდვილეში, მხოლოდ ვოლტურების ეშინიათ.
It’s the Volturi that keep them in check.
593504.
დაბნელება | თავი 13
რომ არა ვოლტურები, ჩვენს არსებობაზე ალბათ ყველა შეიტყობდა.
If not for the Volturi, the rest of us would be quickly exposed.
593505.
დაბნელება | თავი 13
არ მომეწონა, ჯასპერმა ვოლტურები ასეთი მოწიწებით რომ ახსენა, მოვიღუშე.
I frowned at the way he pronounced the name — with respect, almost gratitude.
593506.
დაბნელება | თავი 13
ვოლტურების კარგ ტიპებად აღქმა მიჭირდა.
The idea of the Volturi as the good guys in any sense was hard to accept.
593507.
დაბნელება | თავი 13
– ჩრდილოეთი შედარებით, ბევრად ცივილიზებულია.
- The North is, by comparison, very civilized.
593508.
დაბნელება | თავი 13
აქ ჩვენ ყველანი მომთაბარეები ვართ, დღისითაც და ღამითაც გარეთ გამოვდივართ, ხალხთან ვურთიერთობთ, რომ ეჭვი არავის გაუჩნდეს – ანონიმურობა ჩვენნაირებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
Mostly we are nomads here who enjoy the day as well as the night, who allow humans to interact with us unsuspectingly — anonymity is important to us all.
593509.
დაბნელება | თავი 13
აი, სამხრეთში სრულიად განსხვავებული სამყაროა.
It’s a different world in the South.
593510.
დაბნელება | თავი 13
იქ უკვდავები გარეთ მხოლოდ ღამით გამოდიან.
The immortals there come out only at night.
593511.
დაბნელება | თავი 13
დღისით გეგმებს აწყობენ, მტრის შემდგომ ნაბიჯს ელიან.
They spend the day plotting their next move, or anticipating their enemy’s.
593512.
დაბნელება | თავი 13
მრავალი საუკუნეა, სამხრეთში დაუსრულებელი ომები მიმდინარეობს.
Because it has been war in the South, constant war for centuries, with never one moment of truce.
593513.
დაბნელება | თავი 13
სამხრეთელებისთვის ადამიანები არაფერს წარმოადგენენ, მხოლოდ გზის პირას მობალახე ცხვრების ფარაა.
The covens there barely note the existence of humans, except a herd of cows by the wayside.
593514.
დაბნელება | თავი 13
ცხვრების ფარისთვის ხელის ხლებას მხოლოდ ვოლტურების მიმართ კრძალვის გამო ერიდებიან.
They only hide from the notice of the herd because of the Volturi.
593515.
დაბნელება | თავი 13
– კი მაგრამ, რისთვის იბრძვიან?
- But what are they fighting for?
593516.
დაბნელება | თავი 13
ჯასპერს გაეღიმა.
Jasper smiled.
593517.
დაბნელება | თავი 13
– გახსოვს რუკა წითელი წერტილებით?
- Remember the map with the red dots?
593518.
დაბნელება | თავი 13
თავი დავუქნიე.
I nodded.
593519.
დაბნელება | თავი 13
– ყველაზე მსხვილი ლაქის გასაკონტროლებლად იბრძვიან.
- They fight for control of the thickest red.
593520.
დაბნელება | თავი 13
ერთხელ ვიღაცას აზრად მოუვიდა, რომ თუ, მაგალითად, მეხიკოში, ერთადერთი ვამპირი იქნებოდა, ყოველღამე, ან ღამეში ორჯერ-სამჯერ შეძლებდა გამოკვებას და ამას ვერავინ შეამჩნევდა.
You see, it occurred to someone once that, if he were the only vampire in, let’s say Mexico City, well then, he could feed every night, twice, three times, and no one would ever notice.