მოიძებნა 668043 ჩანაწერი
593521.
დაბნელება | თავი 13
ამიტომაც კონკურენტების მოსაშორებლად გეგმების დაწყობა დაიწყო.
He plotted ways to get rid of the competition.
593522.
დაბნელება | თავი 13
თუმცა, ეს აზრი სხვებსაც გაუჩნდათ.
Others had the same idea.
593523.
დაბნელება | თავი 13
ზოგმა უკეთესი საბრძოლო ტაქტიკაც კი მოიფიქრა.
Some came up with more effective tactics than others.
593524.
დაბნელება | თავი 13
– ყველაზე ეფექტური ტაქტიკის ავტორი ახალგაზრდა ვამპირი ბენიტოა.
- But the most effective tactic was invented by a fairly young vampire named Benito.
593525.
დაბნელება | თავი 13
პირველად მასზე მაშინ შეიტყვეს, როცა დალასის ჩრდილოეთიდან ჩამოსულმა, ორი პატარა ოჯახი გაანადგურა, რომლებიც ჰიუსტონის მიმდებარე ტერიტორიას ინაწილებდნენ.
The first anyone ever heard of him, he came down from somewhere north of Dallas and massacred the two small covens that shared the area near Houston.
593526.
დაბნელება | თავი 13
ორი ღამის შემდეგ ჩრდილოეთ მექსიკაში, მონტერეის ძლიერ კლანს შეებრძოლა.
Two nights later, he took on the much stronger clan of allies that claimed Monterrey in northern Mexico.
593527.
დაბნელება | თავი 13
– ბენიტომ ახალშექმნილი ვამპირების არმია ჩამოაყალიბა.
- Benito had created an army of newborn vampires.
593528.
დაბნელება | თავი 13
მან პირველმა მოიფიქრა ასეთი რამ და თავიდან დაუმარცხებელი იყო.
He was the first one to think of it, and, in the beginning, he was unstoppable.
593529.
დაბნელება | თავი 13
ახალგაზრდა ვამპირები ფიცხები, ველურები და თითქმის დაუმორჩილებლები არიან.
Very young vampires are volatile, wild, and almost impossible to control.
593530.
დაბნელება | თავი 13
ერთ ასეთ ვამპირს კიდევ შეიძლება თავშეკავება ასწავლო, მაგრამ ათი-თხუთმეტი ერთად ნამდვილი კოშმარია.
One newborn can be reasoned with, taught to restrain himself, but ten, fifteen together are a nightmare.
593531.
დაბნელება | თავი 13
ვისზეც მიუთითებ, ნებისმიერს შეუტევენ, ერთმანეთსაც კი.
They’ll turn on each other as easily as on the enemy you point them at.
593532.
დაბნელება | თავი 13
ბენიტოს სულ ახალ-ახალი ვამპირების შექმნა უწევდა, რადგან ძველები, ჯერ ერთი, ერთმანეთს ხოცავდნენ და მეორეც, სხვა კლანებთან ომში იღუპებოდნენ.
Benito had to keep making more as they fought amongst themselves, and as the covens he decimated took more than half his force down before they lost.
593533.
დაბნელება | თავი 13
მიუხედავად იმისა, რომ ახალშექმნილები საშიშები არიან, მათი დამარცხება შესაძლებელია, ოღონდ ხერხი უნდა იხმარო.
You see, though newborns are dangerous, they are still possible to defeat if you know what you’re doing.
593534.
დაბნელება | თავი 13
პირველ ორ წელიწადს ახალშექმნილები ფიზიკურად წარმოუდგენლად ძლიერები არიან და თუ ძალის გამოყენების საშუალებას მისცემ, შედარებით ასაკოვან ვამპირს ადვილად გაანადგურებენ.
They’re incredibly powerful physically, for the first year or so, and if they’re allowed to bring strength to bear they can crush an older vampire with ease.
593535.
დაბნელება | თავი 13
თუმცა, ისინი საკუთარი ინსტინქტების მონებიც არიან, შესაბამისად, მათი ქმედებებიც ადვილად ამოსაცნობია.
But they are slaves to their instincts, and thus predictable.
593536.
დაბნელება | თავი 13
როგორც წესი, საბრძოლო გამოცდილება არ აქვთ, მხოლოდ ღონისა და სისასტიკის ხარჯზე იბრძვიან.
Usually, they have no skill in fighting, only muscle and ferocity.
593537.
დაბნელება | თავი 13
ამ შემთხვევაში კი მთავარი მრავალრიცხოვნობაა.
And in this case, overwhelming numbers.
593538.
დაბნელება | თავი 13
სამხრეთ მექსიკის ვამპირები მიხვდნენ, რომ მათაც იგივე ბედი ელოდათ, ამიტომ ბენიტოსთვის წინააღმდეგობის გასაწევად, მათაც იგივე გზას მიმართეს.
The vampires in southern Mexico realized what was coming for them, and they did the only thing they could think of to counteract Benito.
593539.
დაბნელება | თავი 13
საკუთარი არმიები შექმნეს...
They made armies of their own....
593540.
დაბნელება | თავი 13
უკვდავებსაც გვაქვს საკუთარი ისტორია.
We immortals have our histories.