მოიძებნა 668043 ჩანაწერი
593661.
დაბნელება | თავი 13
იმ ერთ წელიწადში მთელ ჩრდილოეთ მექსიკას და ტეხასის უმეტეს ნაწილს დავეპატრონეთ.
That first year, she extended her control to cover most of Texas and northern Mexico.
593662.
დაბნელება | თავი 13
თუმცა, შემდეგ სამხრეთიდან მის მოსაშორებლად სხვები მოვიდნენ.
Then the others came from the South to dislodge her.
593663.
დაბნელება | თავი 13
ჯასპერმა ნაიარევებზე ორი თითი გადაისვა.
Jasper brushed two fingers along the pattern of scars.
593664.
დაბნელება | თავი 13
სასტიკი ბრძოლები გაიმართა.
The fighting was intense.
593665.
დაბნელება | თავი 13
ბევრი ღელავდა, რომ ვოლტურები ისევ დაბრუნდებოდნენ.
Many began to worry that the Volturi would return.
593666.
დაბნელება | თავი 13
ჩვენი არმიის ოცდასამი ვამპირიდან პირველ თვრამეტ თვეს მხოლოდ მე გადავურჩი.
Of the original twenty-three, I was the only one to survive the first eighteen months.
593667.
დაბნელება | თავი 13
ხან ვმარცხდებოდით, ხან ვიმარჯვებდით.
We both won and lost.
593668.
დაბნელება | თავი 13
ბოლოს, ნეტიმ და ლუსიმაც ზურგი აქციეს მარიას, მაგრამ იმათთან ბრძოლა მაინც მოვიგეთ.
Nettie and Lucy turned on Maria eventually — but that one we won.
593669.
დაბნელება | თავი 13
მე და მარიამ როგორღაც მონტერეი შევინარჩუნეთ.
Maria and I were able to hold on to Monterrey.
593670.
დაბნელება | თავი 13
ვითარება ოდნავ მიწყნარდა, მაგრამ ბრძოლები მაინც გრძელდებოდა.
It quieted a little, though the wars continued.
593671.
დაბნელება | თავი 13
დაპყრობაზე უარი ვთქვით, მხოლოდ შურისძიებასა და ქიშპობაზე გადავედით.
The idea of conquest was dying out, it was mostly vengeance and feuding now.
593672.
დაბნელება | თავი 13
იმ დაპირისპირებისას მრავალმა დაკარგა საკუთარი მეწყვილე, ჩვენნაირები კი ამას არავის აპატიებენ...
So many had lost their partners, and that is something our kind does not forgive....
593673.
დაბნელება | თავი 13
მე და მარიას ყოველთვის მზად გვყავდა თხუთმეტი-ოცი ახალშექმნილი.
Maria and I always kept a dozen or so newborns ready.
593674.
დაბნელება | თავი 13
ისინი ჩვენთვის არაფერს ნიშნავდნენ.
They meant little to us.
593675.
დაბნელება | თავი 13
როცა ჩვენთვის უსარგებლონი ხდებოდნენ, ყველას ვანადგურებდით.
When they outgrew their usefulness, we did dispose of them.
593676.
დაბნელება | თავი 13
ასე გადიოდა წლები დაუსრულებელ ბრძოლებსა და ომებში.
My life continued in the same violent pattern and the years passed.
593677.
დაბნელება | თავი 13
თანდათან ყველაფერი ყელში ამომივიდა, ცვლილებებს ვნატრობდი...
I was sick of it all for a very long time before anything changed...
593678.
დაბნელება | თავი 13
რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ერთ ახალშექმნილს დავუმეგობრდი, რომელმაც გასაოცარი გამძლეობა გამოიჩინა და სამი წელი გაძლო.
Decades later, I developed a friendship with a newborn who’d remained useful and survived his first three years, against the odds.
593679.
დაბნელება | თავი 13
პიტერი ერქვა.
His name was Peter.
593680.
დაბნელება | თავი 13
ის ცივილიზებული იყო.
He was civilized.