მოიძებნა 668043 ჩანაწერი
593641.
დაბნელება | თავი 13
სხვების მეთაურად დამნიშნა, შეიძლება ითქვას, დამაწინაურა.
She decided to put me in charge of the others — as if I were being promoted.
593642.
დაბნელება | თავი 13
ჩვენი რაოდენობა ოცამდე გაიზარდა.
Our numbers swelled to hover around twenty.
593643.
დაბნელება | თავი 13
იმ სახიფათო დროისთვის ეს საკმაოდ დიდი რიცხვი იყო.
This was considerable for the cautious times we lived in.
593644.
დაბნელება | თავი 13
ჩემი უნარი, მაშინ ჯერაც ბოლომდე დაუხვეწავი, რომლითაც სხვათა ემოციებს ვაკონტროლებდი, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
My ability, as yet undefined, to control the emotional atmosphere around me was vitally effective.
593645.
დაბნელება | თავი 13
მალე შეთანხმებულად მოქმედება დავიწყეთ, რაც ახალშექმნილი ვამპირებისთვის დიდი იშვიათობა იყო.
We soon began to work together in a way that newborn vampires had never cooperated before.
593646.
დაბნელება | თავი 13
მარია, ნეტი და ლუსიც ბევრად შეხმატკბილებულად თანამშრომლობდნენ.
Even Maria, Nettie, and Lucy were able to work together more easily.
593647.
დაბნელება | თავი 13
მარიას ძალიან მოვწონდი, ჩემზე დამოკიდებული გახდა.
Maria grew quite fond of me — she began to depend upon me.
593648.
დაბნელება | თავი 13
მეც ვეთაყვანებოდი.
I worshipped the ground she walked on.
593649.
დაბნელება | თავი 13
ვერც წარმომედგინა, რომ სხვანაირად ცხოვრება შეიძლებოდა.
I had no idea that any other life was possible.
593650.
დაბნელება | თავი 13
მარია გვეუბნებოდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით და ჩვენც ვუჯერებდით.
Maria told us this was the way things were, and we believed.
593651.
დაბნელება | თავი 13
მთხოვა, შემატყობინე, შენ და შენი ძმები ბრძოლისთვის მზად რომ იქნებითო, მე ერთი სული მქონდა, მისთვის საკუთარი ძლიერება დამემტკიცებინა.
She asked me to tell her when my brothers and I were ready to fight, and I was eager to prove myself.
593652.
დაბნელება | თავი 13
საბოლოოდ, ოცდასამი ახალშექმნილი, წარმოუდგენლად ძლიერი ვამპირისგან კარგად ორგანიზებული და გაწვრთნილი არმია შევკრიბე.
I pulled together an army of twenty-three in the end — twenty-three unbelievably strong new vampires, organized and skilled as no others before.
593653.
დაბნელება | თავი 13
მარია აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
Maria was ecstatic.
593654.
დაბნელება | თავი 13
ქალაქ მონტერეისთან მივიპარეთ, მის ყოფილ ტერიტორიასთან, და მტერს შევუტიეთ.
We crept down toward Monterrey, her former home, and she unleashed us on her enemies.
593655.
დაბნელება | თავი 13
იქ მხოლოდ ორი ასაკოვანი ვამპირი და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ცხრა ახალშექმნილი დაგვხვდა.
They had only nine newborns at the time, and a pair of older vampires controlling them.
593656.
დაბნელება | თავი 13
იმაზე ადვილად დავამარცხეთ, ვიდრე მარია ელოდა, ბრძოლაში მხოლოდ ოთხი ახალშექმნილი დავკარგეთ, რაც გაუგონარი წარმატება იყო.
We took them down more easily than Maria could believe, losing only four in the process, it was an unheard-of margin of victory.
593657.
დაბნელება | თავი 13
გაწვრთნილები ვიყავით, ამიტომ ზედმეტი აურზაური არ გამოგვიწვევია.
We were well trained and did it without attracting notice.
593658.
დაბნელება | თავი 13
არც ერთ ადამიანს არ შეუმჩნევია, როგორ გადავიდა ქალაქი ახალი მმართველის ხელში.
The city changed hands without any human being aware.
593659.
დაბნელება | თავი 13
ამ გამარჯვებამ მარია გაათამამა.
Success made Maria greedy.
593660.
დაბნელება | თავი 13
მალე სხვა ქალაქებსაც დაუწყო თვალის შევლება.
It wasn’t long before she began to eye other cities.