მოიძებნა 668043 ჩანაწერი
593981.
დაბნელება | თავი 14
თავიდან ბუზღუნებდა, მაგრამ როგორც კი ვუთხარი, ხვალ გამოვლას ვაპირებ-მეთქი, მაშინვე გამოცოცხლდა.
He was grouchy at first. He cheered right up when I asked if I could visit the next day.
593982.
დაბნელება | თავი 14
ქვილიუტების სკოლაში უკვე საზაფხულო არდადეგები იყო, ამიტომ დილაადრიან სტუმრობა შემომთავაზა.
The Quileute school was already out for the summer, so he told me to come over as early as I could.
593983.
დაბნელება | თავი 14
გამიხარდა, რომ „ძიძებთან“ ჯდომა აღარ მომიწევდა.
I was pleased to have an option besides being babysat.
593984.
დაბნელება | თავი 14
გავბრაზდი, როცა ედუარდმა ჩემი საზღვრამდე მიცილება გადაწყვიტა, თითქოს პატარა ბავშვი ვყოფილიყავი, ერთი მეურვე მეორეს დროებით რომ ჩააბარებს ხოლმე.
Some of that dignity was lost when Edward insisted again on delivering me to the border line like a child being exchanged by custodial guardians.
593985.
დაბნელება | თავი 14
– აბა, როგორ გგონია, კარგად ჩააბარე გამოცდები? – მკითხა გზაში ედუარდმა.
“So how do you feel you did on your exams?” Edward asked on the way.
593986.
დაბნელება | თავი 14
– ისტორია მარტივი იყო, მაგრამ მათემატიკაში არ ვიცი.
History was easy, but I don’t know about the Calculus.
593987.
დაბნელება | თავი 14
ისევ გაიცინა, მაგრამ უცებ გაჩუმდა, როცა მოსახვევში მოუხვია და გზის პირას მდგარი წითელი მანქანა დაინახა.
He laughed again, but suddenly stopped when we turned the last bend and saw the red car waiting.
593988.
დაბნელება | თავი 14
– რა მოხდა? – ვიკითხე კარის სახელურზე ხელმიდებულმა.
“What’s wrong?” I asked, my hand on the door.
593989.
დაბნელება | თავი 14
– არაფერი, – თავი გაიქნია.
“Nothing.” He shook his head.
593990.
დაბნელება | თავი 14
მოჭუტული თვალებით გაჰყურებდა მეორე მანქანას.
His eyes were narrowed as he stared through the windshield toward the other car.
593991.
დაბნელება | თავი 14
ასეთი მზერა ადრეც მენახა.
I’d seen that look before.
593992.
დაბნელება | თავი 14
– შენ რა, ჯეიკობის აზრებს უსმენ?
“You’re not listening to Jacob, are you?”
593993.
დაბნელება | თავი 14
წამით ჩავფიქრდი. – და რას „ყვირის“? დავიჩურჩულე.
I thought about that for a second. “What’s he shouting?” I whispered.
593994.
დაბნელება | თავი 14
– დარწმუნებული ვარ, თვითონვე გეტყვის.
I’m absolutely certain he’ll mention it himself.
593995.
დაბნელება | თავი 14
ჩავეძიებოდი, მაგრამ ამასობაში ჯეიკობმა ორჯერ ზედიზედ დაასიგნალა.
I would have pressed the issue, but then Jacob honked his horn — two quick impatient honks.
593996.
დაბნელება | თავი 14
– ეს უზრდელობაა, – ჩაიბურტყუნა ედუარდმა.
“That’s impolite,” Edward growled.
593997.
დაბნელება | თავი 14
– ეს ჯეიკობია, – ამოვიხვნეშე და სწრაფად გადავედი მანქანიდან, სანამ ჯეიკობი რამეს ისეთს მოიმოქმედებდა, რაც ედუარდს წყობილებიდან გამოიყვანდა.
“That’s Jacob,” I sighed, and I hurried out before Jacob did something to really set Edward’s teeth on edge.
593998.
დაბნელება | თავი 14
„რებიტში“ ჩაჯდომამდე ედუარდს ხელი დავუქნიე.იმსიშორიდანაც კი შევამჩნიე განაწყენება ჯეიკობის თავხედური დასიგნალებით... თუ იმით, რასაც ჯეიკობი ფიქრობდა?
I waved to Edward before I got into the Rabbit and, from that distance, it looked like he was truly upset about the honking thing... or whatever Jacob was thinking about.
593999.
დაბნელება | თავი 14
მინდოდა, ედუარდი ჩვენთან მოსულიყო.
I wanted Edward to come to me.
594000.
დაბნელება | თავი 14
ერთმანეთისთვის ხელი ჩამოერთმიათ და დამეგობრებულიყვნენ; უბრალოდ ედუარდი და ჯეიკობი ყოფილიყვნენ და არა – ვამპირი და მაქცია.
I wanted to make both of them shake hands and be friends — be Edward and Jacob rather than vampire and werewolf.