მოიძებნა 668043 ჩანაწერი
594041.
დაბნელება | თავი 14
რამდენიმე წამის შემდეგ უკვე ფშვინავდა. საწყალი ჯეიკობი.
A few seconds later, he was snoring. Poor Jacob.
594042.
დაბნელება | თავი 14
ცოტა ხანს კულინარიულ შოუს ვუყურებდი, მაგრამ მივხვდი, რომ ჩარლისთვის ამდენ ძალისხმევას არასდროს დავხარჯავდი.
I settled for a cooking show, knowing, as I watched, that I’d never put that much effort into Charlie’s dinner.
594043.
დაბნელება | თავი 14
უჩვეულოდ მოვითენთე, კინაღამ მეც ჩამეძინა.
I was strangely relaxed, almost sleepy, too.
594044.
დაბნელება | თავი 14
ეს სახლი ჩემსაზე უსაფრთხო იყო, აქ ჩემს მოსაძებნად არავინ მოვიდოდა.
This house felt safer than my own, probably because no one had ever come looking for me here.
594045.
დაბნელება | თავი 14
დივანზე მოვიკუნტე და თვალის მოტყუება დავაპირე.
I curled up on the sofa and thought about taking a nap myself.
594046.
დაბნელება | თავი 14
გამოცდები უკვე ჩაბარებული მქონდა; უმეტესობა მარტივზე მარტივი იყო.
Finals were done, and most of them had been a cakewalk.
594047.
დაბნელება | თავი 14
ასე თუ ისე, საშუალო განათლება მივიღე.
My high school education was over.
594048.
დაბნელება | თავი 14
თუ პრაქტიკულად მივუდგებოდი ამ საკითხს, ალბათ აჯობებდა, რომ სკოლის დამთავრებისთანავე კარლაილისთვის მეთხოვა გარდასახვა.
If I were thinking practically, I knew it made more sense to ask Carlisle to change me the second I made it through the graduation line.
594049.
დაბნელება | თავი 14
ფორკსი ჩემთვის ფრონტის ხაზივით საშიში ხდებოდა.
Forks was becoming nearly as dangerous as a war zone.
594050.
დაბნელება | თავი 14
ფორკსი უკვე ფრონტის ხაზი იყო.
Forks was a war zone.
594051.
დაბნელება | თავი 14
ედუარდი მართალი იყო, მე მზად არ ვიყავი.
But Edward was right... I wasn’t quite ready yet.
594052.
დაბნელება | თავი 14
წარმოვიდგინე, რას იტყოდნენ ჩემი მშობლები, მათთვის რომ მეთქვა, ზაფხულში ვთხოვდები-მეთქი.
I tried to imagine telling my parents that I was getting married this summer.
594053.
დაბნელება | თავი 14
რას იტყოდნენ ანგელა, ბენი და მაიკი...
Telling Angela and Ben and Mike.
594054.
დაბნელება | თავი 14
ერთს პლუს ერთი უდრიდა ორს...
One plus one equals two....
594055.
დაბნელება | თავი 14
ჯეიკობმა ამოიხვნეშა და მეორე გვერდზე გადაბრუნდა.
Jacob snorted and rolled to his side.
594056.
დაბნელება | თავი 14
მისი ხელი დივნის საზურგიდან ჩამოცურდა და თავის სხეულზე მიმალურსმა.
His arm swung off the back of the couch and pinned me against his body.
594057.
დაბნელება | თავი 14
ჯანდაბა, რა მძიმე და ცხელი იყო!
Holy crow, but he was heavy! And hot.
594058.
დაბნელება | თავი 14
მისი მკლავის ქვემოდან გამოძრომა ვცადე, მაგრამ ოდნავ შევანჯღრიე თუ არა, უმალ თვალები დაჭყიტა.
I tried to slide out from under his arm, but I had to shove a little bit, his eyes snapped open.
594059.
დაბნელება | თავი 14
წამოხტა და შეშფოთებულმა მიმოიხედა.
He jumped to his feet, looking around anxiously.
594060.
დაბნელება | თავი 14
– მე ვარ, ჯეიკ. ბოდიში, რომ გაგაღვიძე.
“It’s just me, Jake. Sorry I woke you.”