მოიძებნა 668043 ჩანაწერი
594121.
დაბნელება | თავი 15
თვალები დახუჭა და გაიღიმა.
He started to smile, closing his eyes.
594122.
დაბნელება | თავი 15
ტკაცუნი გაისმა.
There was a crunching sound.
594123.
დაბნელება | თავი 15
– კარგად ხარ?
“Are you all right?”
594124.
დაბნელება | თავი 15
– ჯანდაბა! ხელი მომტეხე!
“Dammit! You broke my hand!”
594125.
დაბნელება | თავი 15
– ბელა, ხელი თვითონ მოიტეხე. შეწყვიტე ხტუნვა და შემახედე.
Bella, you broke your hand. Now stop dancing around and let me look at it.
594126.
დაბნელება | თავი 15
– არ შემეხო! ახლავე სახლში მივდივარ!
“Don’t touch me! I’m going home right now!”
594127.
დაბნელება | თავი 15
– წავალ, მანქანას მოვიყვან, – მითხრა მშვიდად.
“I’ll get my car,” he said calmly.
594128.
დაბნელება | თავი 15
ყბას არც კი ისრესდა, როგორც ფილმებშია ხოლმე.
He wasn’t even rubbing his jaw like they did in the movies.
594129.
დაბნელება | თავი 15
– არა, გმადლობ, ფეხით წავალ.
“No, thanks. I’d rather walk.”
594130.
დაბნელება | თავი 15
– გზისკენ მივტრიალდი.
I turned toward the road.
594131.
დაბნელება | თავი 15
საზღვრამდე სულ რამდენიმე კილომეტრი იყო გასავლელი.
It was only a few miles to the border.
594132.
დაბნელება | თავი 15
როგორც კი ჯეიკობს მოვცილდებოდი, ელისი დამინახავდა.
As soon as I got away from him, Alice would see me.
594133.
დაბნელება | თავი 15
ვინმეს გამოგზავნიდა ჩემს წასაყვანად.
She’d send somebody to pick me up.
594134.
დაბნელება | თავი 15
– ბელა, სახლამდე მიგიყვან, – დაიჟინა ჯეიკობმა.
“Just let me drive you home,” Jacob insisted.
594135.
დაბნელება | თავი 15
დაუჯერებელია, მაგრამ თავხედობა ეყო და წელზე მომხვია ხელი.
Unbelievably, he had the nerve to wrap his arm around my waist.
594136.
დაბნელება | თავი 15
მაშინვე განზე გავხტი.
I jerked away from him.
594137.
დაბნელება | თავი 15
– კარგი! – ჩავიბურტყუნე, – წამიყვანე. ერთი სული მაქვს ვნახო, რას გიზამს ედუარდი!
“Fine!” I growled. “Do! I can’t wait to see what Edward does to you!“
594138.
დაბნელება | თავი 15
იმედია, კისერს მოგიგრეხს, შე თავხედო, საზიზღარო და იდიოტო ძაღლო!
I hope he snaps your neck, you pushy, obnoxious, moronic DOG!
594139.
დაბნელება | თავი 15
– ოდნავადაც არ გტკენია?
“Didn’t I hurt you at all?”
594140.
დაბნელება | თავი 15
– მეხუმრები? რომ არ აკივლებულიყავი, ვერც მივხვდებოდი, რომ დამარტყი.
Are you kidding? If you hadn’t started screaming, I might not have figured out that you were trying to punch me.