მოიძებნა 668043 ჩანაწერი
594221.
დაბნელება | თავი 15
– მაკოცა, – ბრაზიანად წავიბურტყუნე.
“He kissed me,” I growled.
594222.
დაბნელება | თავი 15
ყურმილში მხოლოდ ძრავის ხმამაღალი გუგუნი გაისმა.
All I heard on the other end of the line was the sound of an engine accelerating.
594223.
დაბნელება | თავი 15
მისაღებში ჩარლიმ დაილაპარაკა.
In the other room, Charlie spoke again.
594224.
დაბნელება | თავი 15
– ის ძაღლი ისევ მანდ არის? – ხმა ამოიღო ისევ ედუარდმა.
“Is the dog still there?” Edward finally spoke again.
594225.
დაბნელება | თავი 15
– კი. – უკვე კუთხეში ვუხვევ, – ცივად თქვა და ტელეფონი გათიშა.
“Yes.” “I’m around the corner,” he said darkly, and the line disconnected.
594226.
დაბნელება | თავი 15
მე კარის გასაღებად წავედი.
I went to get the door.
594227.
დაბნელება | თავი 15
მის გვერდით დივანზე გაჯგიმულ ჯეიკობს კი მღელვარებისა არაფერი ეტყობოდა.
Jacob lolled next to him on the sofa, perfectly at ease.
594228.
დაბნელება | თავი 15
– ამიერიდან საცემრად შენი ზომის ხალხი ამოარჩიე ხოლმე, – მირჩია ჩარლიმ.
“Maybe you should pick on people your own size,” Charlie suggested.
594229.
დაბნელება | თავი 15
– შემახედე, – დაიჩურჩულა მან.
“Let me see,” he murmured.
594230.
დაბნელება | თავი 15
ისე ნაზად აიღო და დაათვალიერა ჩემი ხელი, რომ ოდნავადაც არ მტკენია.
He examined my hand gently, so carefully that it caused me no pain at all.
594231.
დაბნელება | თავი 15
ხელები ყინულივით ცივი ჰქონდა და ეს ძალიან მესიამოვნა.
His hands were almost as cold as the ice, and they felt good.
594232.
დაბნელება | თავი 15
– მგონი, მართლა მოტეხილია, – თქვა მან.
“I think you’re right about the break,” he said.
594233.
დაბნელება | თავი 15
ნაზად მეამბორა ხელზე.
He kissed my hand softly.
594234.
დაბნელება | თავი 15
– დანარჩენს მე მივხედავ, – შემპირდა და მკაცრი, მაგრამ მშვიდი ხმით დაუძახა: – ჯეიკობ!
“I’ll take care of it,” he promised. And then he called, “Jacob,” his voice still quiet and even.
594235.
დაბნელება | თავი 15
გავიგონე, როგორ წამოდგა ჩარლი დივნიდან.
I heard Charlie heave himself off of the sofa.
594236.
დაბნელება | თავი 15
თუმცა, ჰოლში პირველად ჯეიკობი გამოჩნდა, უკან ჩარლი მოჰყვებოდა.
Jacob got to the hall first, and much more quietly, but Charlie was behind him.
594237.
დაბნელება | თავი 15
– არავითარი ჩხუბი არ მჭირდება, გასაგებია?
“I don’t want any fighting, do you understand?”
594238.
დაბნელება | თავი 15
ჩარლიმ მხოლოდ ედუარდს მიმართა.
Charlie looked only at Edward when he spoke.
594239.
დაბნელება | თავი 15
– შემიძლია, სამკერდე ნიშანიც მივიმაგრო, რომ ჩემი მოთხოვნა უფრო ოფიციალურად ჟღერდეს.
“I can go put my badge on if that makes my request more official.”
594240.
დაბნელება | თავი 15
– არაა საჭირო, – თავშეკავებულად უთხრა ედუარდმა.
“That won’t be necessary,” Edward said in a restrained tone.