მოიძებნა 668043 ჩანაწერი
594241.
დაბნელება | თავი 15
– მამა, მე ხომ არ დამაპატიმრებდი?
“Why don’t you arrest me, Dad?”
594242.
დაბნელება | თავი 15
– ეს მე ვიქნევ მუშტებს.
“I’m the one throwing punches.”
594243.
დაბნელება | თავი 15
– ჯეიკ, გინდა უჩივლო?
“Do you want to press charges, Jake?”
594244.
დაბნელება | თავი 15
– არა, – თავხედურად ჩაეცინა ჯეიკობს.
“No.” Jacob grinned, incorrigible.
594245.
დაბნელება | თავი 15
ედუარდი მოიქუფრა.
Edward grimaced.
594246.
დაბნელება | თავი 15
– მამა, ბეისბოლის ბიტა გაქვს სადმე ოთახში? ერთი წუთით მათხოვე!
Dad, don’t you have a baseball bat somewhere in your room? I want to borrow it for a minute.”
594247.
დაბნელება | თავი 15
– გეყოფა, ბელა, – მკაცრად შემომხედა ჩარლიმ.
Charlie looked at me evenly. “Enough, Bella.”
594248.
დაბნელება | თავი 15
– კარლაილს შენი ხელი ვაჩვენოთ, სანამ საკანში გამოგკეტავენ, – მითხრა ედუარდმა.
“Let’s go have Carlisle look at your hand before you wind up in a jail cell,” Edward said.
594249.
დაბნელება | თავი 15
ხელი მომხვია და კარისკენ წამიყვანა.
He put his arm around me and pulled me toward the door.
594250.
დაბნელება | თავი 15
– კარგი, – მივეხუტე.
“Fine,” I said, leaning against him.
594251.
დაბნელება | თავი 15
ედუარდი ჩემთან იყო და უკვე ისე ძლიერ აღარ ვბრაზობდი.
I wasn’t so angry anymore, now that Edward was with me.
594252.
დაბნელება | თავი 15
აღარც ხელი მაწუხებდა.
My hand didn’t bother me as much.
594253.
დაბნელება | თავი 15
უკვე ეზოში ვიყავით, როცა შეშფოთებული ჩარლის ჩურჩული გავიგონე.
We were walking down the sidewalk when I heard Charlie whispering anxiously behind me.
594254.
დაბნელება | თავი 15
– რას აკეთებ?გაგიჟდი?
“What are you doing? Are you crazy?”
594255.
დაბნელება | თავი 15
– ერთი წუთი მაცალე, ჩარლი, – უპასუხა ჯეიკობმა, – ნუ ღელავ, მალე დავბრუნდები.
“Give me a minute, Charlie,” Jacob answered. “Don’t worry, I’ll be right back.”
594256.
დაბნელება | თავი 15
უკან მივტრიალდი.
I looked back.
594257.
დაბნელება | თავი 15
თავიდან ედუარდს ყურადღება არ მიუქცევია. მანქანასთან მიმიყვანა.
Edward ignored him at first, leading me to the car.
594258.
დაბნელება | თავი 15
შიგ ჩამსვა და კარი მიხურა. მხოლოდ ამის მერე მიტრიალდა ჯეიკობისკენ.
He helped me inside, shut the door, and then turned to face Jacob.alk.
594259.
დაბნელება | თავი 15
შეშფოთებულმა გავიხედე ფანჯრიდან.
I leaned anxiously through the window.
594260.
დაბნელება | თავი 15
ჯეიკობი გულხელდაკრეფილი იდგა მშვიდად, მხოლოდ კრიჭა შეეკრა და სახე დასჭიმოდა.
Jacob’s stance was casual, his arms folded across his chest, but the muscles in his jaw were tight.