მოიძებნა 668043 ჩანაწერი
594281.
დაბნელება | თავი 15
– იმედია, ხელი მალე მოგირჩება.
I hope your hand feels better soon.
594282.
დაბნელება | თავი 15
ბავშვივით განზე გავიხედე.
Childishly, I turned my face away from him.
594283.
დაბნელება | თავი 15
არ ვიცოდი, ჯეიკობი სახლში შევიდა თუ ისევ ეზოში იდგა და მე მიყურებდა.
I didn’t know if Jacob went back into the house or continued to stand there, watching me.
594284.
დაბნელება | თავი 15
– თავს როგორ გრძნობ? – მკითხა ედუარდმა, როცა მანქანა დაძრა.
“How do you feel?” Edward asked as we drove away.
594285.
დაბნელება | თავი 15
– ხელზე გეკითხები, – ჩაიფხუკუნა.
“I meant your hand.” I shrugged.
594286.
დაბნელება | თავი 15
– უარესიც დამმართვია, – მხრები ავიჩეჩე.
“I’ve had worse.”
594287.
დაბნელება | თავი 15
– ეგ მართალია, – დამეთანხმა და მოიღუშა.
“True,” he agreed, and frowned.
594288.
დაბნელება | თავი 15
ედუარდმა სახლს შემოუარა და მანქანა გარაჟში შეიყვანა.
Edward drove around the house to the garage.
594289.
დაბნელება | თავი 15
ემეტი და როზალი იქ იყვნენ.
Emmett and Rosalie were there.
594290.
დაბნელება | თავი 15
როზალის სრულყოფილი ფეხები, ჯინსის შარვალშიც რომ ადვილად იცნობდით, ემეტის დიდი ჯიპის ქვემოდან გამოეშვირა.
Rosalie’s perfect legs, recognizable even sheathed in jeans, were sticking out from under the bottom of Emmett’s huge Jeep.
594291.
დაბნელება | თავი 15
ემეტი მის გვერდით იჯდა და ცალი ხელი ჯიპის ქვეშ შეეყო.
Emmett was sitting beside her, one hand reached under the Jeep toward her.
594292.
დაბნელება | თავი 15
ედუარდი მანქანიდან გადმოსვლაში მომეხმარა.
Edward helped me carefully out of the car.
594293.
დაბნელება | თავი 15
– ისევ დაეცი, ბელა? – არა, ემეტ, მაქციას სახეში ვთხლიშე, – ბრაზიანად შევუბღვირე.
“Fall down again, Bella?” I glared at him fiercely. “No, Emmett. I punched a werewolf in the face.”
594294.
დაბნელება | თავი 15
ემეტმა ჯერ გაკვირვებით დაახამხამა თვალები, მერე კი გულიანად ახარხარდა.
Emmett blinked, and then burst into a roar of laughter.
594295.
დაბნელება | თავი 15
მანქანის ქვეშ როზალიმ ჩაილაპარაკა:
Rosalie spoke from under the car.
594296.
დაბნელება | თავი 15
– სანაძლეოს ჯასპერი მოიგებს.
Jasper’s going to win the bet.
594297.
დაბნელება | თავი 15
ემეტმა მაშინვე შეწყვიტა ხარხარი და შემფასებლურად შემათვალიერა.
Emmett’s laughter stopped at once, and he studied me with appraising eyes.
594298.
დაბნელება | თავი 15
– რომელ სანაძლეოს? – შევჩერდი და ვიკითხე.
“What bet?” I demanded, pausing.
594299.
დაბნელება | თავი 15
– კარლაილთან შევიდეთ, – დამაჩქარა ედუარდმა.
“Let’s get you to Carlisle,” Edward urged.
594300.
დაბნელება | თავი 15
– რომელ სანაძლეოს? – გმადლობ, როზალი, – ჩაიბუტბუტა მან, წელზე ხელი ძლიერად შემომხვია და სახლში შემიყვანა.
“What bet?” “Thanks, Rosalie,” he muttered as he tightened his arm around my waist and pulled me toward the house.