მოიძებნა 668043 ჩანაწერი
594301.
დაბნელება | თავი 15
– ემეტსა და ჯასპერს აზარტული თამაშები უყვართ.
“Emmett and Jasper like to gamble.”
594302.
დაბნელება | თავი 15
დანაძლევდნენ, პირველ წელს რამდენჯერ დაგიცდება ფეხი.
“They’re betting on how many times you...slip up in the first year.”
594303.
დაბნელება | თავი 15
– იმაზე დანაძლევდნენ, რამდენ ადამიანს მოვკლავ?
“They have a bet about how many people I’ll kill?”
594304.
დაბნელება | თავი 15
– როზალი ფიქრობს, რომ შენი სიფიცხე ჯასპერს მოაგებინებს.
“Rosalie thinks your temper will turn the odds in Jasper’s favor.”
594305.
დაბნელება | თავი 15
– ჯასპერი მაღალ ფსონს ჩამოდის.
“Jasper’s betting high.”
594306.
დაბნელება | თავი 15
– იგი თავს უკეთ იგრძნობს, თუ შეგუება შენც გაგიჭირდება.
It will make him feel better if you have a hard time adjusting.
594307.
დაბნელება | თავი 15
მოსწყინდა სუსტ რგოლად ყოფნა.
He’s tired of being the weakest link.
594308.
დაბნელება | თავი 15
კარგი, როგორმე რამდენიმე მკვლელობას ჩავიდენ, რომ ჯასპერმა თავი უკეთ იგრძნოს.
I guess I could throw in a few extra homicides, if it makes Jasper happy.
594309.
დაბნელება | თავი 15
გონებაში გაზეთის სათაურებს, სახელთა სიებს ვხედავდი...
In my head, I was seeing newspaper headlines, lists of names....
594310.
დაბნელება | თავი 15
– ამაზე წინასწარ ნუ დარდობ.
You don’t need to worry about it now.
594311.
დაბნელება | თავი 15
სხვათა შორის, თუ არ გინდა, საერთოდ არ მოგიწევს ამაზე დარდი.
In fact, you don’t have to worry about it ever, if you don’t want to.
594312.
დაბნელება | თავი 15
ამოვიოხრე. ედუარდს ეგონა, რომ ხელი მაწუხებდა, და სწრაფად წამიყვანა სახლისკენ.
I groaned, and Edward, thinking it was the pain in my hand that bothered me, pulled me faster toward the house.
594313.
დაბნელება | თავი 15
თაბაშირის დადება არ მინდოდა, კარლაილმა მითხრა, სახვევიც საკმარისი იქნება, თუ არ მოიხსნიო.
I didn’t want a cast, and Carlisle said I’d be fine in a brace if I promised to keep it on.
594314.
დაბნელება | თავი 15
იმ დღიდან მოყოლებული, რაც ჯასპერმა თავისი ამბავი მიამბო, ახალშექმნილი ვამპირები სულ თავში მიტრიალებდა.
All of Jasper’s stories about newly created vampires had been percolating in my head since he’d explained his past.
594315.
დაბნელება | თავი 15
ყოველთვის ვიცოდი, რომ სხვანაირი ვიქნებოდი.
I’d always known that I would be different.
594316.
დაბნელება | თავი 15
ძლიერი, სწრაფი და, რაც მთავარია, ლამაზი.
Strong and fast and, most of all, beautiful.
594317.
დაბნელება | თავი 15
ვაი და, ადამიანის მოკვლისგან თავი მართლა ვერ შემეკავებინა.
Maybe I would not be able to stop myself from killing people.
594318.
დაბნელება | თავი 15
უცნობი, უდანაშაულო ხალხი დამეხოცა?!
Strangers, people who had never harmed me.
594319.
დაბნელება | თავი 15
თუ ვთხოვდი, ანტარქტიდაზეც კი წამიყვანდა და იქ პინგვინებზე ინადირებდა.
He’d take me to Antarctica and hunt penguins if I asked him to.
594320.
დაბნელება | თავი 15
ამქვეყნად მის გარდა არავინ და არაფერი არ მინდოდა!
There was nothing in this world that I wanted more than him.