მოიძებნა 668043 ჩანაწერი
594541.
დაბნელება | თავი 16
ვუყურებდი, ღიმილით როგორ დაძრა მანქანა და წავიდა.
I watched him drive away, still grinning.
594542.
დაბნელება | თავი 16
ამოვიხვნეშე და სახლისკენ გავემართე წვეულებაზე დასატანჯად.
With a sigh, I marched up the stairs to endure my party.
594543.
დაბნელება | თავი 17
– ბელა! უკნიდან ედვარდის ხავერდოვანი ხმა მომესმა.
“BELLA?” Edward’s soft voice came from behind me.
594544.
დაბნელება | თავი 17
როგორც მცირე ხნის წინ რესტორნის ავტოსადგომთან, ახლაც გულში ჩამიკრა და მაკოცა.
He pulled me into his arms at once, just like he had in the parking lot, and kissed me again.
594545.
დაბნელება | თავი 17
ამ კოცნამ დამაფრთხო.
This kiss frightened me.
594546.
დაბნელება | თავი 17
ეშინოდა, რომ ძალიან ცოტა დრო გვრჩებოდა.
He was afraid we only had so much time left to us.
594547.
დაბნელება | თავი 17
ამაზე ფიქრის უფლებას თავს ვერ მივცემდი.
I couldn’t let myself think about that.
594548.
დაბნელება | თავი 17
– მოდი, როგორმე ეს უაზრო წვეულებაც გადავიტანოთ, – ამოვილუღლუღე.
“Let’s get this stupid party over with,” I mumbled.
594549.
დაბნელება | თავი 17
– არ დავუშვებ, რამე დაგემართოს.
“I won’t let anything happen to you.”
594550.
დაბნელება | თავი 17
– ჩემს თავზე სულაც არ ვნერვიულობ.
“I’m not worried about myself so much.”
594551.
დაბნელება | თავი 17
კარი გამიღო და წელზე ხელშემოხვეული, შიგნით შემიყვანა.
He held the door for me, keeping his arm securely around my waist.
594552.
დაბნელება | თავი 17
წუთით ზღურბლზე გავშეშდი, მერე თავი გავიქნიე.
I stood frozen there for a minute, then I slowly shook my head.
594553.
დაბნელება | თავი 17
– შეუძლებელია. – მხრები აიჩეჩა ედუარდმა.
“Unbelievable.” Edward shrugged.
594554.
დაბნელება | თავი 17
კალენების სახლი ისეთი ღამის კლუბისთვის დაემსგავსებინათ, რეალურ ცხოვრებაში რომ არ არსებობს და მხოლოდ ტელევიზორში თუ გინახავთ.
The interior of the Cullens’ home had been transformed into a nightclub — the kind that didn’t often exist in real life, only on TV.
594555.
დაბნელება | თავი 17
– ედუარდ! – დაიძახა გიგანტურ დინამიკთან მდგარმა ელისმა.
“Edward!” Alice called from beside a gigantic speaker.
594556.
დაბნელება | თავი 17
– შენი რჩევა მჭირდება, – და დისკების ზვინზე მიანიშნა.
“I need your advice.” She gestured toward a towering stack of CDs.
594557.
დაბნელება | თავი 17
– მათთვის ნაცნობი და მისაღები ჩავრთო თუ... – სხვა ზვინისკენ შეტრიალდა, – ნამდვილი მუსიკით გავანათლოთ?
“Should we give them familiar and comforting? Or” — she gestured to a different pile — “educate their taste in music?”
594558.
დაბნელება | თავი 17
ელისმა სერიოზული სახით დაუქნია თავი და „საგანმანათლებლო“ დისკები ყუთში ჩაყარა.
Alice nodded seriously, and started throwing the educational CDs into a box.
594559.
დაბნელება | თავი 17
შევამჩნიე, რომ სამოსის გამოცვლაც მოესწრო: ბრჭყვიალა ზედატანი და წითელი ტყავის შარვალი ჩაეცვა.
I noticed that she had changed into a sequined tank top and red leather pants.
594560.
დაბნელება | თავი 17
მისი მკრთალი კანი უჩვეულოდ ბზინავდა წითელ შუქზე.
Her bare skin reacted oddly to the pulsing red lights.