მოიძებნა 668043 ჩანაწერი
594581.
დაბნელება | თავი 17
შესაძლოა, ელისმა სპეციალურად დაგეგმა ასე, რათა ყურადღების ცენტრში მე ვყოფილიყავი.
Probably Alice had done this on purpose, to force me into the center of attention...
594582.
დაბნელება | თავი 17
ის სულ მაიძულებდა, ისე მოვქცეულიყავი, როგორც, მისი აზრით, ადამიანები უნდა მოქცეულიყვნენ.
She was forever trying to make me be human the way she thought humans should be.
594583.
დაბნელება | თავი 17
წვეულება მშვენიერი გამოვიდა, მიუხედავად ინსტინქტური მღელვარებისა, რასაც კალენების სიახლოვე იწვევდა.
The party was a clear success, despite the instinctive edginess caused by the Cullens’ presence.
594584.
დაბნელება | თავი 17
მუსიკა გადამდები იყო, შუქი – ლამის ჰიპნოზური.
The music was infectious, the lights almost hypnotic.
594585.
დაბნელება | თავი 17
არც ისე რთული გამოდგა, როგორც მეგონა.
It wasn’t as hard as I’d thought it would be.
594586.
დაბნელება | თავი 17
მთელი ოთახი შემოვიარე და ისევ ჯესიკასთან დავბრუნდი.
I’d circled the room once, and was back to Jessica.
594587.
დაბნელება | თავი 17
ის რაღაცას ლაქლაქებდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან ჩემგან პასუხის მიღებას მაინც არ ცდილობდა.
She babbled excitedly, and it was not necessary to pay strict attention, because the odds were she wouldn’t need a response from me anytime soon.
594588.
დაბნელება | თავი 17
– აქ დარჩი, – ყურში ჩამჩურჩულა, – მალე დავბრუნდები.
“Stay here,” he murmured in my ear. “I’ll be right back.”
594589.
დაბნელება | თავი 17
შუქი სახეზე მხოლოდ წამით გადაეფინა, მაგრამ ესეც საკმარისი იყო.
The light only touched her face for half a second, but it was enough.
594590.
დაბნელება | თავი 17
ცალი ხელით კარის სახელურს ეყრდნობოდა.
One of her hands gripped the door frame.
594591.
დაბნელება | თავი 17
რა დაინახე? – მუდარით გადავაჭდე ხელები ერთმანეთს.
What did you see?” My hands were clutched in front of me — begging.
594592.
დაბნელება | თავი 17
ჩემთვის არ შემოუხედავს.
She didn’t look at me.
594593.
დაბნელება | თავი 17
მის მზერას გავაყოლე თვალი და ოთახის მეორე ბოლოში მდგარი ედუარდი დავინახე.
I followed her gaze and watched as she caught Edward’s eye across the room.
594594.
დაბნელება | თავი 17
სახე გაჰქვავებოდა.
His face was empty as a stone.
594595.
დაბნელება | თავი 17
მაშინვე შეტრიალდა და კიბის ქვეშ გაუჩინარდა.
He turned and disappeared under the stair.
594596.
დაბნელება | თავი 17
– მაქცია ვინ დაპატიჟა? – მე მომიტრიალდა.
“Who invited the werewolf?” she griped at me.
594597.
დაბნელება | თავი 17
– დამნაშავე ვარ, – მოვიღუშე.
“Guilty.” I scowled.
594598.
დაბნელება | თავი 17
– თუ ასეა, მაშინ თვითონ მიხედე.
Well, you go take care of it, then.
594599.
დაბნელება | თავი 17
მე კარლაილს უნდა დაველაპარაკო.
I have to talk to Carlisle.
594600.
დაბნელება | თავი 17
– არა, ელის, მოიცადე! – მისთვის ხელის ჩავლება დავაპირე, მაგრამ ჩემმა ხელმა მხოლოდ ჰაერში გაიშხუილა.
“No, Alice, wait!” I tried to reach for her arm, but my hand clutched the empty air.