მოიძებნა 668043 ჩანაწერი
594901.
დაბნელება | თავი 18
შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ჯასპერის ხელებმა იმ ადგილას გაიშხუილა, სადაც წამის წინ იდგა.
She took another step, while Jasper’s grasping hands whistled past where her waist had been.
594902.
დაბნელება | თავი 18
ჯასპერმა ყველა მხრიდან შეუტია, ელისიც სწრაფად ამოძრავდა.
Jasper closed in, and Alice began to move faster.
594903.
დაბნელება | თავი 18
ბოლოს, ელისმა გადაიკისკისა.
Finally, Alice laughed.
594904.
დაბნელება | თავი 18
უეცრად ჯასპერის მხრებზე აღმოჩნდა და ტუჩები ყელზე შეახო.
Out of nowhere she was perched on Jasper’s back, her lips at his neck.
594905.
დაბნელება | თავი 18
– დაგიჭირე, – თქვა ელისმა და ჯასპერს ყელზე აკოცა.
“Gotcha,” she said, and kissed his throat.
594906.
დაბნელება | თავი 18
ჯასპერმა თავის ქნევით ჩაიცინა.
Jasper chuckled, shaking his head.
594907.
დაბნელება | თავი 18
– საშინელი, პატარა ურჩხული ხარ.
“You truly are one frightening little monster.”
594908.
დაბნელება | თავი 18
მგლებმა ისევ დაიბუბუნეს, ამჯერად მათი ხმა სიფრთხილეს უფრო გამოხატავდა.
The wolves muttered again. This time the sound was wary.
594909.
დაბნელება | თავი 18
– ძალიანაც კარგი, ცოტა ზრდილობას მოუხმობენ, – ჩაილაპარაკა მხიარულად ედუარდმა.
“It’s good for them to learn some respect,” Edward murmured, amused.
594910.
დაბნელება | თავი 18
შემდეგ ხმამაღლა დაიძახა, – ახლა ჩემი ჯერია.
Then he spoke louder. “My turn.”
594911.
დაბნელება | თავი 18
მისი ადგილი ელისმა დაიკავა.
Alice came to take his place.
594912.
დაბნელება | თავი 18
– მაგარია, არა? – მკითხა თავმომწონედ.
“Cool, huh?” she asked me smugly.
594913.
დაბნელება | თავი 18
– ძალიან, – დავეთანხმე ისე, რომ თვალი არ მომიშორებია ედუარდისთვის, რომელიც ჩუმად უახლოვდებოდა ჯასპერს.
“Very,” I agreed, not looking away from Edward as he glided noiselessly toward Jasper.
594914.
დაბნელება | თავი 18
ფოცხვერივით ფრთხილად და მოქნილად მოძრაობდა.
His movements were lithe and watchful as a jungle cat.
594915.
დაბნელება | თავი 18
– თვალყურს გადევნებ, ბელა, – ხმადაბლა ჩამჩურჩულა ყურში.
“I’ve got my eye on you, Bella,” she whispered suddenly.
594916.
დაბნელება | თავი 18
ელისს შევხედე და ისევ ედუარდისკენ გამექცა მზერა.
My gaze flickered to her face and then back to Edward.
594917.
დაბნელება | თავი 18
– იცოდე, გავაფრთხილებ, თუ ამ სულელურ აზრს თავიდან არ ამოიგდებ, – ჩურჩულითვე დამემუქრა.
“I’ll warn him if your plans get any more defined,” she threatened in the same low murmur.
594918.
დაბნელება | თავი 18
– შენი თავის საფრთხეში ჩაგდებით ვერავის უშველი.
It doesn’t help anything for you to put yourself in danger.
594919.
დაბნელება | თავი 18
გგონია, რომელიმე მათგანი ბრძოლას შეწყვეტს, თუნდაც შენ მოკვდე?
Do you think either of them would give up if you died?
594920.
დაბნელება | თავი 18
არა, არ შეწყვეტენ, ყველანი ვიბრძოლებთ.
They’d still fight, we all would.