მოიძებნა 668043 ჩანაწერი
594961.
დაბნელება | თავი 18
ჯეიკობი წინა თათებზე ჩაიცუცქა, რათა მისი თვალები ჩემს სახეს გასწორებოდა და ედუარდის მსგავსად მანაც შემფასებლურად შემათვალიერა.
Jacob crouched down on his front legs and dropped his head so that his face was no higher than mine, staring at me, measuring my response just as much as Edward was.
594962.
დაბნელება | თავი 18
– ჯეიკობ? – ამოვთქვი.
“Jacob?” I breathed.
594963.
დაბნელება | თავი 18
საპასუხო ღმუილმა სიცილივით გაიჟღერა.
The answering rumble deep in his chest sounded like a chuckle.
594964.
დაბნელება | თავი 18
ხელი წინ გავიშვირე და აცახცახებული თითებით მის ბალნიან სახეს შევეხე.
I reached my hand out, my fingers trembling slightly, and touched the redbrown fur on the side of his face.
594965.
დაბნელება | თავი 18
ჯეიკობმა შავი თვალები დახუჭა, უზარმაზარი დრუნჩით ჩემს ხელს გაეხახუნა.
The black eyes closed, and Jacob leaned his huge head into my hand.
594966.
დაბნელება | თავი 18
ჯეიკობის ბეწვი ერთდროულად რბილიც იყო, უხეშიც და თბილიც.
The fur was both soft and rough, and warm against my skin.
594967.
დაბნელება | თავი 18
უეცრად, გაფრთხილების გარეშე, ჯეიკობმა ნიკაპიდან შუბლამდე მთელი სახე ამილოკა.
Without warning, Jacob suddenly licked my face from chin to hairline.
594968.
დაბნელება | თავი 18
– აღშფოთებულმა წამოვიყვირე და თითქოს ადამიანი ყოფილიყოს, ხელი წავარტყი.
I complained, jumping back and smacking at him, just as I would have if he were human.
594969.
დაბნელება | თავი 18
იგი განზე გახტა და ხრინწიანად დაიყეფა, აშკარად იცინოდა.
He dodged out of the way, and the coughing bark that was obviously laughter.
594970.
დაბნელება | თავი 18
სახე პერანგის სახელოთი მოვიწმინდე და მასთან ერთად ავხარხარდი.
I wiped my face on the sleeve of my shirt, unable to keep from laughing with him.
594971.
დაბნელება | თავი 18
მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ ყველა ჩვენ გვიყურებდა – მაქციებიც და კალენებიც.
It was at that point that I realized that everyone was watching us, the Cullens and the werewolves.
594972.
დაბნელება | თავი 18
კალენები – შეცბუნებული და ზიზღით დამანჭული სახეებით; მგლების გამომეტყველების წაკითხვა გამიჭირდა.
The Cullens with perplexed and somewhat disgusted expressions. It was hard to read the wolves’ faces.
594973.
დაბნელება | თავი 18
მომეჩვენა, რომ სემი შეწუხებული იყო.
I thought Sam looked unhappy.
594974.
დაბნელება | თავი 18
ეტყობა, ჩემგან სულ სხვა რეაქციას ელოდა, რაღაც წივილ-კივილით გაქცევის მსგავსს.
I realized he’d been hoping for a different reaction from me. Like screaming and running away in terror.
594975.
დაბნელება | თავი 18
ჯეიკობმა ისევ სიცილისმაგვარი ხმა ამოუშვა.
Jacob made the laughing sound again.
594976.
დაბნელება | თავი 18
მგლებმა უკან დახევა დაიწყეს და კალენებს თვალს არ აშორებდნენ.
The other wolves were backing away now, not taking their eyes off the Cullens.
594977.
დაბნელება | თავი 18
ჯეიკობი ჩემ გვერდით იდგა.
Jacob stood by my side.
594978.
დაბნელება | თავი 18
მხოლოდ ორი შედგა ტყის პირას და ჯეიკობს შეშფოთებით გამოხედა.
Soon, they disappeared into the forest.
594979.
დაბნელება | თავი 18
ედუარდმა ამოიოხრა, ჯეიკობს ყურადღება არ მიაქცია, გვერდით ამომიდგა და ხელი ჩამჭიდა.
Only two hesitated by the trees, watching Jacob, their postures radiating anxiety.
594980.
დაბნელება | თავი 18
– წავედით? – მკითხა მან.
Edward sighed, and — ignoring Jacob — came to stand on my other side, taking my hand.