მოიძებნა 668043 ჩანაწერი
594941.
დაბნელება | თავი 18
ედუარდმა ამოიხვნეშა, ხელი მომითათუნა და თავის ოჯახს მიუბრუნდა.
Then Edward sighed, patted my arm, and stepped away from me.
594942.
დაბნელება | თავი 18
გაუნძრევლად თუ ვიდგებით, ამას უფრო ადვილად და სწრაფად შეძლებენ.
If we could hold very still, it will make it easier for them.
594943.
დაბნელება | თავი 18
– დიახ, რა თქმა უნდა, – უთხრა კარლაილმა სემს, – როგორც გნებავთ.
“Certainly,” Carlisle said to Sam. “Whatever you need.”
594944.
დაბნელება | თავი 18
დაღლილობა გადამავიწყდა და თვალები დავჭყიტე.
My eyes were wide again, exhaustion forgotten.
594945.
დაბნელება | თავი 18
უკუნი ბნელი ნელ-ნელა იფანტებოდა.
The deep black of the night was just beginning to fade.
594946.
დაბნელება | თავი 18
სემი, რა თქმა უნდა, ხროვას წინამძღოლობდა.
Sam was in the lead, of course.
594947.
დაბნელება | თავი 18
წარმოუდგენლად დიდი და ღამესავით შავი იყო, ნამდვილი ურჩხული ჩემი კოშმარებიდან.
Unbelievably huge, black as midnight, a monster straight out of my nightmares — literally.
594948.
დაბნელება | თავი 18
მას მერე, რაც სემი და მისი მეგობრები მინდორზე პირველად ვიხილე, ისინი ხშირად მსტუმრობდნენ სიზმრებში.
After the first time I’d seen Sam and the others in the meadow, they’d starred in my bad dreams more than once.
594949.
დაბნელება | თავი 18
ხროვა შთამბეჭდავი იყო.
The pack was overwhelming.
594950.
დაბნელება | თავი 18
ცალი თვალით შევამჩნიე, რომ ედუარდი ფრთხილად მიყურებდა და ჩემს რეაქციას აკვირდებოდა.
Out of the corner of my eye, I saw that Edward was watching me, carefully evaluating my reaction.
594951.
დაბნელება | თავი 18
სემი წინ გამოსულ კარლაილთან მივიდა.
Sam approached Carlisle where he stood in the front.
594952.
დაბნელება | თავი 18
ჯასპერი დაიძაბა, კარლაილის გვერდით მდგარი ემეტი კი მხიარულად იღიმებოდა.
Jasper stiffened, but Emmett, on the other side of Carlisle, was grinning and relaxed.
594953.
დაბნელება | თავი 18
ერთი რუხი მგელი სხვებზე ბევრად პატარა იყო.
There was a light gray wolf that was much smaller than the others.
594954.
დაბნელება | თავი 18
უშველებელმა წითურმა მგელმა, ეტყობა, ჩემი მზერა იგრძნო და ნაცნობი შავი თვალებით შემომხედა.
The enormous russet-colored wolf seemed to feel my gaze, and he looked up at me with familiar black eyes.
594955.
დაბნელება | თავი 18
სახეზე გაკვირვება და აღფრთოვანება გამომეხატა.
I stared back at him, trying to believe what I already knew.
594956.
დაბნელება | თავი 18
მგელმა ხახა დააფჩინა, კბილები დაკრიჭა.
The wolf’s muzzle fell open, pulling back over his teeth.
594957.
დაბნელება | თავი 18
ერთი შეხედვით, საზარელი სანახაობა იქნებოდა, რომ არა გადმოგდებული ენა.
It would have been a frightening expression, except that his tongue lolled out.
594958.
დაბნელება | თავი 18
მერე სხვა მგლების შეშფოთებულ მზერას ყურადღება არ მიაქცია და თავისი ადგილი დატოვა.
He left his place in line, ignoring the eyes of his pack as they followed him.
594959.
დაბნელება | თავი 18
ედუარდსა და ელისს ძუნძულით აუარა გვერდი და ჩემგან ნახევარ მეტრში გაჩერდა.
He trotted past Edward and Alice to stand not two feet away from me.
594960.
დაბნელება | თავი 18
ედუარდი ქანდაკებასავით გაუნძრევლად იდგა.
Edward stood motionless, a statue.