მოიძებნა 668043 ჩანაწერი
595081.
დაბნელება | თავი 19
წამოვჯექი და თავბრუ დამეხვა.
I sat up, and my head spun.
595082.
დაბნელება | თავი 19
ფანჯარაში შუქი დასავლეთიდან შემოდიოდა.
The light was coming in my window from the west.
595083.
დაბნელება | თავი 19
– გინდა საწოლში მოგართვა საუზმე?
“Do you want breakfast in bed?”
595084.
დაბნელება | თავი 19
სამზარეულომდე ხელჩაჭიდებულმა ჩამიყვანა, რომ არ წავქცეულიყავი.
He held my hand on the way to the kitchen, eyeing me carefully, like I might fall over.
595085.
დაბნელება | თავი 19
– გრძელი ღამე იყო, – გაიმეორა მან.
“It was a long night,” he said again.
595086.
დაბნელება | თავი 19
– უნდა დარჩენილიყავი და დაგეძინა.
“You should have stayed here and slept.”
595087.
დაბნელება | თავი 19
– ჰო, და ყველაფერი გამომეტოვებინა!
Right! And missed everything.
595088.
დაბნელება | თავი 19
იცი რა, დროა შეეგუო იმ ფაქტს, რომ მეც ოჯახის ნაწილი ვარ.
You know, you need to start accepting the fact that I’m part of the family now.
595089.
დაბნელება | თავი 19
ის იყო, პური უნდა ჩამეკბიჩა, რომ შევამჩნიე, როგორ დაშტერებოდა ჩემს ხელს.
When I lifted the Pop - Tart to take the first bite, I noticed him staring at my hand.
595090.
დაბნელება | თავი 19
– შეიძლება? – პაწაწინა ხის მგლისაკენ წაიღო ხელი.
“May I?” reaching for the tiny wooden wolf.
595091.
დაბნელება | თავი 19
ნერწყვი ხმაურით ჩავყლაპე.
I swallowed noisily.
595092.
დაბნელება | თავი 19
ხელი სამაჯურის ქვეშ შეაცურა და პატარა ფიგურა თოვლივით ქათქათა ხელისგულზე დაიდო.
He moved his hand under the charm bracelet and balanced the little figurine in his snowy palm.
595093.
დაბნელება | თავი 19
წამით დავფრთხი.
For a fleeting moment, I was afraid.
595094.
დაბნელება | თავი 19
თითების მსუბუქი დაწოლით შეეძლო დამსხვრევა.
Just the slightest twist of his fingers could crush it into splinters.
595095.
დაბნელება | თავი 19
რასაკვირველია, ედუარდი ამას არასდროს იზამდა.
But of course Edward wouldn’t do that.
595096.
დაბნელება | თავი 19
შემრცხვა კიდეც, ასეთი რამ რომ გავიფიქრე.
I was embarrassed I’d even had the thought.
595097.
დაბნელება | თავი 19
ის მხოლოდ ხელისგულზე წონიდა მგელს და შემდეგ ხელი გაუშვა.
He only weighed the wolf in his palm for a moment, and then let it fall.
595098.
დაბნელება | თავი 19
– ჯეიკობ ბლექს შეუძლია საჩუქრები გაჩუქოს.
“Jacob Black can give you presents.”
595099.
დაბნელება | თავი 19
ეს არც შეკითხვა იყო, არც დადანაშაულება, უბრალოდ – ფაქტის დაფიქსირება.
It wasn’t a question, or an accusation. Just a statement of fact.
595100.
დაბნელება | თავი 19
რასაკვირველია, უაზრო სიჯიუტეს ვიჩენდი და, ლოგიკურია, რომ არავინ დამიჯერა...
It wasn’t entirely logical, and, of course, everyone had ignored me anyway....