მოიძებნა 668043 ჩანაწერი
595281.
დაბნელება | თავი 19
– როდის მიდიან? – ჰკითხა ჩარლიმ.
“When are they leaving?” Charlie asked.
595282.
დაბნელება | თავი 19
– მე როდის მოვიდე? – ვკითხე მე.
“When do you want me?” I asked.
595283.
დაბნელება | თავი 19
– სადილის შემდეგ, – ნიკაპზე მიიდო თითი ელისმა, ვითომ ფიქრობდა, – შაბათისთვის ხომ არაფერი დაგიგეგმავს?
“After dinner, I guess,” she said, and then put one finger to her chin, thoughtful. “You don’t have anything going on Saturday, do you?“
595284.
დაბნელება | თავი 19
ქალაქგარეთ მივდივარ საყიდლებზე და მთელი დღე არ გვეცლება.
I want to get out of town to shop, and it will be an all-day thing.
595285.
დაბნელება | თავი 19
– მოგეწონება, ბელა, – ჩარლის გულზე მოეშვა, – ქალაქში გაისეირნებ.
“You’ll like that, Bella.” Charlie was cheerful with relief. “Go get your fill of the city.”
595286.
დაბნელება | თავი 19
ამ ხანმოკლე საუბრით ელისმა ბრძოლისთვის განრიგი შემიდგინა.
With one easy conversation, Alice had cleared my schedule for the battle.
595287.
დაბნელება | თავი 19
ასე თქვა, დილაადრიან მივდივართო და დროზე ადრე დაგვემშვიდობა.
He claimed they were leaving early in the morning, and said goodnight before the usual time.
595288.
დაბნელება | თავი 19
ელისიც მასთან ერთად წავიდა.
Alice left with him.
595289.
დაბნელება | თავი 19
ედუარდი უკვე ჩემს საწოლზე იწვა.
Upstairs, Edward was lying across my bed.
595290.
დაბნელება | თავი 19
– მგლებს როდის ვხვდებით?
“What time are we meeting with the wolves?”
595291.
დაბნელება | თავი 19
ჯეიკსა და მის მეგობრებს ნამდვილად სჭირდებათ გამოძინება.
Jake and his friends need to get some sleep.
595292.
დაბნელება | თავი 19
– იმათზე მეტად შენ გჭირდება, – შენიშნა.
“They don’t need as much as you do,” he pointed out.
595293.
დაბნელება | თავი 19
სასწრაფოდ თემა შევცვალე, რომ სახლში დარჩენაზე არ დავეყოლიებინე.
I moved to another topic, assuming he was about to try to talk me into staying home.
595294.
დაბნელება | თავი 19
– ელისმა უკვე გითხრა, ჩემს მოტაცებას ისევ რომ აპირებს? – ამჯერად ელისი არ გიტაცებს, – გაეცინა ედუარდს.
“Did Alice tell you that she’s kidnapping me again?” He grinned. “Actually, she’s not.”
595295.
დაბნელება | თავი 19
დაბნეულმა შევხედე.
I stared at him, confused.
595296.
დაბნელება | თავი 19
– მე ერთადერთი ვარ, ვისაც შენი დატყვევების უფლება აქვს, არ გახსოვს?
“I’m the only one who has permission to hold you hostage, remember?”
595297.
დაბნელება | თავი 19
ელისი დანარჩენებთან ერთად სანადიროდ მიდის.
“Alice is going hunting with the rest of them.”
595298.
დაბნელება | თავი 19
მე ეს აღარ დამჭირდება.
“I guess I don’t need to do that now.”
595299.
დაბნელება | თავი 19
– შენ მიტაცებ? თავი დამიქნია.
“You’re kidnapping me?” He nodded.
595300.
დაბნელება | თავი 19
სწრაფად გავიაზრე სიტუაცია.
I thought about that briefly.