მოიძებნა 668043 ჩანაწერი
595221.
დაბნელება | თავი 19
– მთხოვ, რომ სხვებს არ დავეხმარო? – ჩუმად მკითხა მან.
“You ask me to let them fight without my help?” he said in a quiet voice.
595222.
დაბნელება | თავი 19
ღრმად ჩაისუნთქა და ნელა ამოისუნთქა, შემდეგ ჩემი სახე ხელებში მოიქცია, რათა მის მზერას არ გავქცეოდი.
He took a deep breath, and then exhaled slowly. He moved his hands to place them on either side of my face, forcing me to meet his gaze.
595223.
დაბნელება | თავი 19
თვალებში დიდხანს მიყურებდა.
He looked into my eyes for a long time.
595224.
დაბნელება | თავი 19
საინტერესოა, რას ეძებდა და რა დაინახა.
I wondered what he was looking for, and what it was that he found.
595225.
დაბნელება | თავი 19
– ელის, შეგიძლია მოხვიდე და ცოტა ხანს ბელას მიხედო?
Alice, could you come babysit Bella for a bit?
595226.
დაბნელება | თავი 19
– მე ჯასპერს უნდა ველაპარაკო.
“I need to speak with Jasper.”
595227.
დაბნელება | თავი 19
ედუარდმა ტელეფონი გვერდზე გადადო და ისევ მე მომაშტერდა.
He put the phone away and went back to staring at my face.
595228.
დაბნელება | თავი 19
– ჯასპერს რა უნდა უთხრა?
“What are you going to say to Jasper?”
595229.
დაბნელება | თავი 19
– მაპატიე. მართლა ვწუხდი და ვნანობდი, რომ ამის გაკეთებას ვაიძულებდი, მაგრამ არა იმდენად, ძალით გამეცინა და მეთქვა, რომ გადავიფიქრე და წასვლის ნებას ვაძლევდი.
“I’m sorry.” I was sorry. I hated to make him do this. Not enough that I could fake a smile and tell him to go on ahead without me. Definitely not that much.
595230.
დაბნელება | თავი 19
– ნუ მებოდიშები, – თქვა და ოდნავ გამიღიმა, – ნურასდროს შეგეშინდება შენი გრძნობების ჩემთვის გამხელა, ბელა. თუ შენ ასე გინდა...
“Don’t apologize,” he said, smiling just a little. “Never be afraid to tell me how you feel, Bella. If this is what you need...”
595231.
დაბნელება | თავი 19
– მხრები აიჩეჩა, – შენ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ.
He shrugged. “You are my first priority.”
595232.
დაბნელება | თავი 19
– ვიცი, მაგრამ შენ ეს არც გითხოვია.
I know that. Besides, that’s not what you asked.
595233.
დაბნელება | თავი 19
უბრალოდ, შენთვის მისაღები ორი ალტერნატივა შემომთავაზე, და მე ის ავირჩიე, რომელიც მე მაწყობდა.
You gave me two alternatives that you could live with, and I chose the one that I could live with.
595234.
დაბნელება | თავი 19
თავი მკერდზე მივადე და ჩურჩულით ვუთხარი: – გმადლობ.
I leaned forward and rested my forehead against his chest. “Thank you,” I whispered.
595235.
დაბნელება | თავი 19
სახეს ვმალავდი.
I kept my face hidden.
595236.
დაბნელება | თავი 19
ჩემში ორი ხმა ებრძოდა ერთმანეთს.
Two voices struggled inside me.
595237.
დაბნელება | თავი 19
პირველს უნდოდა, მამაცი ვყოფილიყავი, მეორე კი პირველს აიძულებდა, მოეკეტა.
One that wanted to be good and brave, and one that told the good one to keep her mouth shut.
595238.
დაბნელება | თავი 19
– მესამე ცოლი ვინ არის?– მკითხა უეცრად.
“Who’s the third wife?” he asked me suddenly.
595239.
დაბნელება | თავი 19
არ მახსოვს, რომ ეგეც დამსიზმრებოდა.
I didn’t remember having had that dream again.
595240.
დაბნელება | თავი 19
– წუხელ ძილში რაღაცას ბურტყუნებდი „მესამე ცოლზე“.
You were mumbling something about ‘the third wife’ last night.